1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 28 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
28 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

28 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

718
0

ვერძი

ამ დღეს მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. განსაცდელისა და დაბრკოლების მიუხედავად, რომელიც წარმატებისკენ მიმავალ გზაზე გელით, ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. მოერიდეთ ახალ ნაცნობობას, რაც, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

კურო

ამ დღეს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. თუ აუცილებელი არაა, მოერიდეთ შინაური ცხოველების ვეტერინართან მიყვანას. შესაძლოა, დაუგეგმავი შემოსავალი მიიღოთ, მაგრამ ხშირად ქარის მოტანილი ქარს მიაქვს. მოსალოდნელია კონფლიქტი უფროს ნათესავთან, ამიტომ ეცადეთ, წონასწორობისა და ტაქტის გრძნობა არ დაკარგოთ.

ტყუპები

დილიდან ხალისიანი და აქტიური ხართ და ყოველი ფეხის ნაბიჯზე წარმატება დაგყვებათ. თქვენი პირდაპირობა და გულწრფელობა ურთიერთობაში დაძაბულობას და გაუგებრობას გააქრობს. შეამოწმეთ ვარგისობის წამლებზე და არავითარ შემთხვევაში არ გადააჭარბოთ დოზას. ეცადეთ, ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ წასვლისთვის დრო გამონახოთ.

კირჩხიბი

დღევანდელი საღამო ოჯახურ ურთიერთობებს უფრო მყარს და ჰარმონიულს გახდის. თუ შესაძლებელია, მივლინება რამდენიმე დღით გადადეთ. ახლობლები საინტერესო და მოგებიანი სამუშაოს მიღებაში დაგეხმარებიან, რომელიც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. სასურველია, რომ საღამო ოჯახთან ერთად გაატაროთ.

ლომი

ეცადეთ, დიპლომატიური თვისებები და მოთმინება გამოიჩინოთ, რომ ნათესავებთან და ქვეშევრდომებთან კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. გირჩევთ, სათქმელი ყველასთვის გასაგებად თქვათ, რათა ინტერპრეტირების ადგილი არ დატოვოთ.

ქალწული

შესანიშნავი დღეა ოჯახთან ერთად აქტიური დასვენებისა და სპორტისთვის. საქმე, რომელიც სრულიად უიმედო გეგონათ, ნაყოფს გამოიღებს. თუ ქონებრივი საკითხების მოგვარებას გეგმავთ, ფრთხილად უნდა იყოთ, რომ ღია ცის ქვეშ არ დარჩეთ.

სასწორი

ეს დღე სულიერ სიმშვიდეს გპირდებათ. ტყუილად ნერვიულობთ – წარუმატებლობის პერიოდი ხანმოკლე იქნება. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დროს მოერიდეთ უხეშობას და ყვირილს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მცირე კამათი შეიძლება, დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს.

მორიელი

ყურადღება არ მოადუნოთ, რომ სამსახურში შეცდომა არ დაუშვათ. თუ საკუთარ ცხოვრებაში რაღაცის შეცვლას გეგმავთ, კარგი იქნება, ახლობელი ადამიანების აზრითაც დაინტერესდეთ. რაც უფრო რთულია თქვენი ამოცანა, მით უკეთ გაუმკლავდებით. საყოფაცხოვრებო საქმეები დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ.

მშვილდოსანი

სავარაუდოდ, ეს დღე კონფლიქტით დაიწყება. ახალი საქმის წამოწყება გსურთ, მაგრამ ოჯახის წევრების დარწმუნებას ვერ ახერხებთ, რაც ხანგრძლივ დებატებსა გამოიწვევს. საყვარელ ადამიანთან შეხვედრა უჩვეულოდ ვნებიანი იქნება.

თხის რქა

კარგი დღეა სიყვარულის ახსნის, ქორწინებისა და ოჯახური წვეულებისთვის. შეიძლება ისეთი თემებით დაინტერესდეთ, რაც არასდროს გაღელვებდათ. სავარაუდოდ, გავლენიან ადამიანებთან შეხვედრა თქვენს კარიერაზე დადებითად აისახება.

მერწყული

აქტიური, შემოქმედებითი დღეა. სიახლე, რომელსაც დღეს გაიგებთ, ოჯახის ყველა წევრისთვის ძალიან მოულოდნელი და სასიხარულო იქნება. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა სიამოვნებას მოგიტანთ, თუმცა ვიღაცის დაუფიქრებელმა სიტყვამ შეიძლება, მთელი საღამო გააფუჭოს.

თევზები

დილიდან რთული და დაძაბული დღეა, მოთმინების გამოჩენა მოგიწევთ, თუმცა პლანეტების განლაგება თქვენს ფინანსურ კეთილდღეობას ხელს უწყობს. ამ დღეს დიდი ნივთის შეძენას ნუ დაგეგმავთ.