1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 30 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
30 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

30 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

551
0

ვერძი

მნიშვნელოვანი ცვლილებების დღეა, რომელიც უსიამოვნო მოულოდნელობას უკავშირდება. იზრდება მოწამვლის რისკი, ამიტომ მოერიდეთ ვადაგასულ პროდუქტებს და მედიკამენტებს. ახლობლები საინტერესო და მოგებიანი სამუშაოს მიღებაში დაგეხმარებიან. გირჩევთ საღამო ოჯახთან ერთად გაატაროთ.

კურო

ეს დღე მომავალი თვის მანძილზე თქვენს ქმედებებს განსაზღვრავს. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცამ თქვენი სიტყვები არასწორად გაიგოს და ზედმეტად თავდაჯერებულად ჩაგთვალოთ. ახალი იდეა შეიძლება დამატებითი შემოსავლის წყაროდ იქცეს.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა ბავშვის ჩასახვისა და ინტიმური ურთიერთობისთვის, მაგრამ ცუდია დიდი შესყიდვებისთვის. ყველაზე ნაყოფიერი დღის პირველი ნახევარი იქნება, ამიტომ უმჯობესია მნიშვნელოვანი საკითხები სადილამდე მოაგვაროთ. თუ საბინაო საკითხების მოგვარება გიწევთ, ეცადეთ, რომ ღია ცის ქვეშ არ დარჩეთ.

კირჩხიბი

ეს დღე სიყვარულში წარმატებას და სასიამოვნო პაემანს უკავშირდება. სავარაუდოდ, მთელ დღეს ოჯახურ საქმეებს ან ავადმყოფ ნათესავზე ზრუნვას დაუთმობთ. თქვენმა პრეტენზიებმა შეიძლება საყვარელ ადამიანთან კონფლიქტი გამოიწვიოს.

ლომი

ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებული, რათა ფინანსურად არ დაზარალდეთ. შესაძლოა, სამსახურში კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნას და სასურველია, არ ჩაერიოთ. რაც უფრო რთულია თქვენი ამოცანა, მით უფრო ადვილად გაუმკლავდებით.

ქალწული

მშვიდი, არაფრით გამორჩეული დღეა. სავარაუდოდ, ყველა საკამათო საკითხი თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. მოერიდეთ ნერვიულობას, რაც გაუთვალისწინებელ შედეგებს გამოიწვევს.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა თვითგანათლებისთვის. მშვიდობის დამყარების დროა, ამიტომ ეცადეთ, წყენა დაივიწყოთ და ადამიანს, რომელსაც დიდი ხნის წინ დაშორდით, შეურიგდეთ. გავლენიან ადამიანთან შეხვედრა შეიძლება თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდეს.

მორიელი

ამ დღეს შეგიძლიათ ბიზნესში წარმატების იმედი გქონდეთ. გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა, გრძნობებმა კარიერულ წინსვლაში ხელი შეგიშალოთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა სასიამოვნო ემოციებით აგავსებთ.

მშვილდოსანი

არახელსაყრელი დღეა უფროსი თაობის წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის – მათთან მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმების თქვენი მცდელობები უშედეგოდ დასრულდება. ახალი პრობლემა თანდათან თავდაჯერების გრძნობას დაგაკარგვინებთ, თუმცა ძალებს მალე აღიდგენთ – თქვენი შრომისმოყვარეობა ნაყოფს გამოიღებს.

თხის რქა

ძლიერი ნებისყოფა უამრავი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. საპირისპირო სქესთან ურთიერთობა წარმატებული იქნება. ახალი იდეა შეიძლება დამატებითი შემოსავლის წყაროდ იქცეს.

მერწყული

ეს დღე თამამი იდეების განხორციელებაში დაგეხმარებათ. ხანმოკლე სამსახურებრივმა რომანმა შეიძლება სამსახურში მტრები გაგიჩინოთ. საყოფაცხოვრებო საქმეები დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ.

თევზები

საქმიანი შეხვედრებისთვის არახელსაყრელი დღეა. მოულოდნელი საინტერესო წინადადება გელით. მოერიდეთ ნერვიულობას, რაც შეიძლება ქრონიკული დაავადებების გამწვავების მიზეზად იქცეს. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე – დროა, ვარჯიში დაიწყოთ და მავნე ჩვევებს დაემშვიდობოთ.