1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 3 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
480
0

ვერძი

ამ დღეს თქვენი შეხედულებები სხვების შეხედულებებისგან რადიკალურად განსხვავდება. გარშემო მყოფთა ენთუზიაზმი გაუგებრად და საეჭვოდ გეჩვენებათ. ამიტომ უმჯობესია, საჯარო ღონისძიებებისგან თავი შორს დაიჭიროთ და ენერგია მხოლოდ საკუთარი პრობლემების გადაჭრაზე დახარჯოთ.

კურო

ამ დღეს შეიძლება თავში იდეალური იდეა მოგივიდეთ და მისი განხორციელება სცადოთ. ამჟამად სხვა ყველაფერი მეტისმეტად ბანალურად და მოსაწყენად გეჩვენებათ. თუ ერთ დღესაც მოითმენთ, გამორიცხული არ არის, რომ ხვალ თქვენი იდეა ადვილად აქციოთ საქმედ.

ტყუპები

შესაძლოა, ისეთი მოსაწყენი საქმეც კი, როგორიც ბუღალტრული აღრიცხვაა, შემოქმედებით აღმაფრენას გგვრით, ამიტომ გამოიყენეთ ეს დღე იმ საქმეებისთვის, რისთვისაც ადრე მოთმინება და ენთუზიაზმი არ გეყოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს ცდილობთ, რომ სხვაზე უკეთეს შედეგებს მიაღწიოთ. თქვენთვის ეს საკუთარი უპირატესობის მტკიცება ერთგვარ თამაშად იქცა, მაგრამ რა არის ამაში ცუდი? ერთადერთი, რასაც ამ დღეს არ უნდა გაეკაროთ, აზარტული თამაშებია.

ლომი

საყვარელი ადამიანის ნებისმიერი მოქმედება თქვენში ეჭვს იწვევს და ყველგან ღალატის ნიშნები გეჩვენებათ. ეცადეთ, დამშვიდდეთ და ეჭვებს მოერიოთ. ამ დღეს ეჭვიანობის რეალური მიზეზები არ არსებობს.

ქალწული

თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი მაქსიმუმს აღწევს! შესაძლოა, მიმდინარე პროექტებში ისეთი შედეგი მიიღოთ, როგორზეც ვერასოდეს იოცნებებდით. შესანიშნავია, მაგრამ არც დასვენება უნდა დაივიწყოთ, თორემ გადაღლა უამრავ პრობლემას შეგიქმნით.

სასწორი

გადაწყვიტეთ, რომ საკუთარი მოვალეობა უბრალოდ კარგად კი არა, ყველზე უკეთ უნდა შეასრულოთ. შრომისმოყვარეობა და პროფესიონალიზმი აუცილებლად დაგიფასდებათ.

მორიელი

ვერაფერი გააფუჭებს მორიელის განწყობას ისე, როგორც თავხედი და ამპარტავანი ადამიანი. ასეთს ადამიანს კი დღის განმავლობაში ბევრჯერ შეხვდებით – ის თქვენს დამცირებას და ღირსების შელახვას შეეცდება. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ასეთი თავდასხმების ალბათობა ძალიან მაღალია, თუმცა მათ ყურადღება არ უნდა მიაქციოთ.

მშვილდოსანი

გირჩევთ არ ესტუმროთ ადამიანს, ვისაც თქვენზე მეტი ფული ან კარგი სახლი აქვს. ამ დღეს ბანალურ შურს ყველაზე კარგად აღზრდილი მშვილდოსანიც კი ვერ გაექცევა.

თხის რქა

ამ დღეს შეიძლება საკუთარი არაორგანიზებულობის მსხვერპლი გახდეთ. თავში უამრავი იდეა და გეგმა გაქვთ და ცდილობთ ყველა ერთდროულად განახორციელოთ. ბევრი კურდღლის დევნას ჯობს ერთი, ყველაზე ლამაზი ამოარჩიოთ და მისი „დაჭერა“ სცადოთ.

მერწყული

ამ დღეს განსაკუთრებით ფინანსურ და ქონებრივ დავებს უნდა მოერიდოთ, მათ შორის სასამართლო პროცესებს. ემოცია ბევრი იქნება, სარგებელი კი – ცოტა. ეცადეთ, მთელი ენერგია პირად ურთიერთობებზე გადაიტანოთ – აქ ნამდვილად შეიძლება, რომ შესანიშნავ შედეგს მიაღწიოთ.

თევზები

ამ დღეს შეგიძლიათ ყველაფერზე იეჭვიანოთ, რაც მოძრაობს. დამშვიდდით, ერთ-ორ დღეში ამ გრძნობის კვალი აღარ დარჩება, ამიტომ ჯობს, თქვენი ბობოქარი ენერგია სასიკეთო საქმეებისკენ მიმართოთ – მაგალითად, ოჯახის საჭიროებებზე.