1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

337
0

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 
 

ვერძი

საყვარელი ადამიანი თქვენს გრძნობებს უპასუხებს და დღეს გაგილამაზებთ. დაქორწინებულ წყვილებს სასიამოვნო სიურპრიზები ელით. ცოლქმრულ ცხოვრებაში შურის და ეჭვიანობის ადგილი არ არის. უმჯობესია, თქვენამდე მოსულ ჭორებს ყურადღება არ მიაქციოთ

ხელმძღვანელობა თქვენს ინიციატივებს კეთილგანწყობით მიიღებს, მხოლოდ ეცადეთ, ზედმეტად არ გადაიტვირთოთ. თქვენ კეთილდღეობის პერიოდში შედიხართ ფინანსებისა და იმ ინფორმაციის მიღების კუთხით, რომელიც დასახული მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.

ადამიანებთან ურთიერთობა თქვენს ემოციურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე დადებითად იმოქმედებს.

კურო

ადამიანი, რომელსაც თითქმის აღმერთებდით, თქვენს მოლოდინებს ვერ გაამართლებს, მაგრამ ეცადეთ, სიბრძნე გამოიჩინოთ და ამ იმედგაცრუებაზე ბევრი არ იფიქროთ.

ურთიერთობებში ძალიან თავდაჯერებულები იქნებით. იცით, როგორ მოახდინოთ კოლეგაზე შთაბეჭდილება, ამიტომ თქვენი ცოდნის გამოყენება ნუ შეგაშინებთ. თქვენი ამოცანაა ფინანსურ დამოუკიდებლობას მიაღწიოთ და ყველაფერში წარმატებული იყოთ! თქვენი შესაძლებლობები არ შეზღუდოთ და ეცადეთ, სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვროთ. რაც უფრო გულმოდგინედ იმუშავებთ, მით მეტს მიაღწევთ ცხოვრებაში.

მოერიდეთ „გადარბენებზე“ ჭამას — ასეთი კვების რეჟიმი თქვენს კუჭზე უარყოფითად იმოქმედებს.

ტყუპები

ვენერას მარსთან შეერთების გამო ზოდიაქოს ზოგიერთ წარმომადგენელს შეწყვეტილი ურთიერთობის აღდგენა მოუნდება, რაც შეცდომა იქნება. ის, რაც წინაღობად გეჩვენებათ, შესაძლოა ზეციდან გამოგზავნილი ნიშანია, რომ თქვენი რთული გზა გაამარტივოს.

კარგი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. დღეს მამაკაცებს ექნებათ შანსი, რომ საკუთარი უნარები გამოამჟღავნონ. მოულოდნელ ხარჯებს კარგი მუშაობისთვის მიღებული ბონუსი აანაზღაურებს, ამიტომ თქვენი ფინანსური მდგომარეობა უცვლელი დარჩება.

თუ შესაძლებელია, სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატარეთ — ყოველდღიური სეირნობა თქვენს ემოციურ ფონს აამაღლებს.

კირჩხიბი

მარტოხელა კირჩხიბებისთვის პირადი ბედნიერება ახლოსაა – მალე შეხვდებით ადამიანს, რომელიც თავბრუს დაგახვევთ და სიყვარულის ძალას გაგრძნობინებთ.

ახლობლები რაღაცით აუცილებლად გაგახარებენ. გარემო მყოფებისთვის თქვენი ოჯახი და ოჯახური ურთიერთობები სამაგალითოა.

თუ სამსახურის პირობები არ მოგწონთ, სანამ ახალი სამსახურის ძებნას დაიწყებთ, თქვენი პრეტენზიები ხელმძღვანელობას გააცანით. ამ დღეს ბევრი კირჩხიბი საქმიანი კონტაქტების გაფართოებას და გამყარებას შეძლებს. ადამიანების განწყობასა და მოტივაციას შესანიშნავად გრძნობთ, რაც საქმიანი შეთანხმებების მიღებაში დაგეხმარებათ.

ჯანმრთელობა სტაბილურია, თუმცა ხანდახან ზურგის ტკივილი განწყობას გაგიფუჭებთ.

ლომი

თქვენს ცხოვრებაში გაჩნდება წინააღმდეგობები, რომელთა მოგვარება მარტივი არ იქნება. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებისგან, განსაკუთრებით – ურთიერთობების სფეროში, თავი შეიკავოთ. დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ — შეიძლება შეცდეთ. თუ ახლობელი ადამიანის ქცევა გაღიზიანებთ, სცადეთ გულახდილად დაელაპარაკოთ.

თუ ფინანსური პრობლემები გაქვთ და დამატებითი შემოსავლის წყაროს ეძებთ, რჩევა მეგობრებსა და ახლობლებს სთხოვეთ — შესაძლოა დაგეხმარონ. ამ პერიოდში ვალის აღება სასურველი არაა. წინდახედულობა და დათმობაზე წასვლის უნარი სამსახურის შენარჩუნებაში ან უკეთესი ვაკანსიის პოვნაში დაგეხმარებათ.

გირჩევთ, ხალხმრავალ ადგილებს ერიდოთ — ამ დღეს ვირუსის საფრთხე არსებობს.

ქალწული

ბედნიერების მისაღწევად ხელსაყრელ შემთხვევას არ უნდა დაელოდოთ — მეტი ინიციატივა და სიმტკიცე უნდა გამოიჩინოთ. პასიური ლოდინი სასურველ შედეგს იშვიათად იძლევა. შესაფერისი დროა სერიოზული საუბრისთვის, მით უმეტეს, რომ ვარსკვლავებიც თქვენს მხარეს არიან.

შესაძლებელია დამატებითი შემოსავლის მიღება. მზად იყავით, რომ ეს შანსი სწორად გამოიყენოთ. ყურადღება მიაქციეთ ინვესტიციებსა და ძირითად ფინანსურ გეგმებს.

ბოლო დროს ზედმეტად ბევრ სხვადასხვა ადამიანთან ურთიერთობა გიწევთ — ხანმოკლე განმარტოება ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

სასწორი

მშვიდად გააანალიზეთ თქვენი განცდები, აზრები და მოქმედებები. ამასთან, ხელიდან არ გაუშვათ უკეთესი ცვლილებების შესაძლებლობა. ეს პერიოდი ბევრ დადებით ემოციას გპირდებათ. შესანიშნავი დროა მოგზაურობისთვის, დიდი შენაძენებისთვის და მეგობრებთან ურთიერთობისთვის.

ფინანსებთან ფრთხილად იყავით – ფულის დაუგეგმავი ხარჯვა თქვენს მატერიალურ მდგომარეობას გააუარესებს. ხელსაყრელი დღეა მასაჟისთვის, თმის შეჭრას კი ჯობს მოერიდოთ — საეჭვოა სასურველი შედეგი მიიღოთ.

მორიელი

რომანტიკული შეხვედრა ან მეგობრული წვეულება არ დაგეგმოთ – უმჯობესია, ეს დღე მარტოობაში გაატაროთ და სახლი ან სამუშაო ადგილი მოაწესრიგოთ. როდესაც რუტინულ საქმეებს მოილევთ, უფრო მნიშვნელოვანი მიზნების დროსაც გამონახავთ.

გირჩევთ, დაასრულოთ საქმე, რომელიც დიდი ხნის წინ დაიწყეთ და დაივიწყეთ – მალე მასზე ანგარიშის ჩაბარება მოგიწევთ. თქვენი ენერგიულობა და მიზანსწრაფულობა კოლეგებში პატივისცემას იწვევს. გამორიცხული არ არის, რომ ახალი თანამდებობა შემოგთავაზონ.

გახსოვდეთ, ჯანმრთელობა ყველაზე ძვირფასი სიმდიდრეა — იზრუნეთ ფიზიკურ და ემოციურ კეთილდღეობაზე.

მშვილდოსანი

სასიყვარულო ფრონტზე არ აჩქარდეთ, თორემ შეიძლება გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვათ.

ვარსკვლავები, გაფრთხილებენ, ნათესავების ხანგრძლივი სტუმრობისთვის მოემზადოთ.

მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ კეთილდღეობა გაიმყარონ, თუმცა ყოველი შემთხვევისთვის, კარგი იქნება ფინანსური რეზერვის შექმნა.

ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის. თავს შესანიშნავად გრძნობთ— გამოიყენეთ ეს დრო ვარჯიშის ან სეირნობისთვის.

თხის რქა

ზოგჯერ საჭიროა, რომ ყოველდღიურ ქაოსს ცოტა ხნით ჩამოშორდეთ და ყველაზე ახლობლებთან ურთიერთობაზეც კი უარი თქვათ. მარტო გატარებული დრო დაგეხმარებათ, რომ საკუთარ აზრებში გაერკვიოთ.

კოლეგებთან და პარტნიორებთან ურთიერთობაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ — მოსალოდნელია დაპირისპირება. თუ გრძნობთ, რომ რისკზე წასვლა შეგიძლიათ, იმაზეც დაფიქრდით – სხვები გამოგყვებიან?

ნერვული დაძაბულობა ძილის ხარისხზე იმოქმედებს — მიიღეთ ბუნებრივი საძილე საშუალებები.

მერწყული

მარტოხელა მერწყულები ამ დღეს უნაკლოდ გამოიყურებიან და რომანტიკულ პაემანზე მიწვევას მიიღებენ. უარს ნუ იტყვით — ეს შეხვედრა შეიძლება ხანგრძლივ და ბედნიერ კავშირში გადაიზარდოს.

ფინანსური მდგომარეობა ყველაზე პრაქტიკული მერწყულებისთვისაც კი არასტაბილურია, ამიტომ გირჩევთ, მოულოდნელი ხარჯებისთვის ფინანსური მარაგი შექმნათ. დროა დაფიქრდეთ — იქნებ საკუთარი ბიზნესი დაიწყოთ?

ფრთხილად იყავით წამლების მიღებისას — მოსალოდნელია ალერგიული რეაქციები.

თევზები

ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს სასიყვარულო თავგადასავალი ელის. გირჩევთ, სტუმრების მოსვლისთვის მოემზადოთ!

ახლა სამსახურში, ხელმძღვანელისთვის რაიმეს თხოვნა არასასურველია – უარსაც გეტყვიან და დამატებით მოვალეობასაც დაგაკისრებენ. ყველაფრის მიუხედავად, ერთადერთი, რამაც შეიძლება ამ დღეს განწყობა გაგიფუჭოთ, წარუმატებელი შენაძენია. ნუ დახარჯავთ ფულს უსარგებლო ნივთებზე.

ყოველდღიური ვარჯიში ფორმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.