1. Home
  2. სიახლეები
  3. საზოგადოება
  4. 25 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
25 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

25 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

482
0

ვერძი

ყველა სახის ურთიერთობისთვის ხელსაყრელი დღეა. მოერიდეთ ნერვიულობას, რომ ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ. გირჩევთ საღამო სახლში, ოჯახთან ერთად გაატაროთ.

კურო

დაძაბული მუშაობის შემდეგ სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითებას იგრძნობთ. სავარაუდოდ, ვიღაც ძველი ვალების გადახდას ან პირობის შესრულებას მოგთხოვთ. თუ დილაობით სამსახურში დაგვიანება ჩვევად გექცათ, საიმედო მაღვიძარა შეიძინეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემებს უნდა ელოდოთ.

ტყუპები

ამ დღეს მხოლოდ სიმშვიდის შენარჩუნება გევალებათ, თუნდაც უსიამოვნო სიახლე შეიტყოთ. არახელსაყრელი დროა კოლექტიური სწავლებისა და ერთობლივი ღონისძიებებისთვის, თუმცა ინდივიდუალური შემოქმედების მიმართულებით წარმატება გელით. უფროსთან ურთიერთობის დროს ეცადეთ, მეტი ტაქტი და წინდახედულობა გამოიჩინოთ.

კირჩხიბი

დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი კირჩხიბებისთვის. თუ მეგობარმა თეატრში ან კინოში დაგპატიჟათ, უარს ნუ ეტყვით – დროს სასიამოვნოდ გაატარებთ. ნებისმიერი განსაცდელისა და დაბრკოლების მიუხედავად, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ახალი ნაცნობობა არასასურველია და პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

ლომი

ხელსაყრელი დღეა ბიზნესისთვის. სამსახურში ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან შეიძლება, უმცირეს შეცდომას დიდი ფინანსური ზარალი და პრობლემები მოჰყვეს. დაუგეგმავი შემოსავალი ძალიან გაგახარებთ, თუმცა ყველაფერს ისევე სწრაფად დახარჯავთ, როგორც მიიღებთ.

ქალწული

ნუ შეეწინააღმდეგებით გრძნობას, რომელმაც მთლიანად დაგიპყროთ. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში ტყუილებით მხოლოდ საკუთარ თავს დააზარალებთ. შეამოწმეთ ვარგისობის ვადა წამლებზე, რომელთა გამოყენებასაც აპირებთ და არავითარ შემთხვევაში დოზას არ გადააჭარბოთ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. უსიამოვნო სიახლე ან გარემოებათა არახელსაყრელი დამთხვევა გეგმების შეცვლას გაიძულებთ. ახლობლები საინტერესო და მოგებიანი სამუშაოს მიღებაში დაგეხმარებიან. გავლენიან ადამიანებთან შეხვედრები გელით.

მორიელი

ამ დღეს დაუგეგმავი ხარჯები გელით და ეცადეთ, მზად იყოთ. მამაკაცები რაინდული საქციელით გარშემო მყოფებს გააოცებენ. ეცადეთ ოჯახის წევრს პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროთ.

მშვილდოსანი

გახსოვდეთ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე სიტუაცია ყურადღებით უნდა შეისწავლოთ. მოერიდეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას – ამჟამად ასეთი აქტივობებისთვის არახელსაყრელი დროა.

თხის რქა

ეს დღე საყვარელ ადამიანთან დაკავშირებულ ნერვიულობას მოგიტანთ. დღის მეორე ნახევარში სახლში უამრავი საქმე გელით და ეცადეთ ყველაფერი დროულად დაასრულოთ. დაუფიქრებელი სიტყვით შეიძლება საყვარელი ადამიანი ძალიან გაანაწყენოთ. თუ ხვდებით, რომ დამნაშავე ხართ, ბოდიშის მოხდაც უნდა შეძლოთ.

მერწყული

ამ დღეს კოლეგებთან, მშობლებთან და ახლო ნათესავებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით. პროექტი, რომლის დაწყებასაც გეგმავთ, მაქსიმალურ სიმშვიდეს მოითხოვს. რაც უფრო რთულია თქვენი დავალება, მით უფრო მობილიზებული ხართ და საუკეთესო შედეგს აღწევთ.

თევზები

ამ დღეს მუშაობა თუ მოგიწევთ, ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ – სავარაუდოდ, ვიღაც თქვენთვის ხაფანგის დაგებას გეგმავს. ეცადეთ, თქვენი მაქსიმალური დიპლომატიურობით, ყველანაირი დებატები თავიდან აირიდოთ. სხვა მხრივ, ეს დღე სასიამოვნოდ ჩაივლის.