1. Home
  2. სიახლეები
  3. პოლიტიკა
  4. როგორც კომუნისტური პარტია აიკრძალა თავის დროზე, ისევე უნდა აიკრძალოს “ქართული ოცნება”
როგორც კომუნისტური პარტია აიკრძალა თავის დროზე, ისევე უნდა აიკრძალოს “ქართული ოცნება”

როგორც კომუნისტური პარტია აიკრძალა თავის დროზე, ისევე უნდა აიკრძალოს “ქართული ოცნება”

422
0

“ტრიბუნას ლიდერის, დავით ჭიჭნაძის განცხადებით, როგორც კომუნისტური პარტია აიკრძალა თავის დროზე, ისევე უნდა აიკრძალოს “ქართული ოცნება” .

 

ჭიჭინაძის შეფასებით, მმართველი პარტია „საბჭოური, დესპოტური მეთოდებით მოქმედებს“.

 

„როგორც კომუნისტური პარტია აიკრძალა თავის დროზე, ისევე უნდა აიკრძალოს „ქართული ოცნება“, იმდენად დამღუპველია ქვეყნისთვის და ხალხისთვის ყველა მათი მოქმედება. თან, რაც ამათ გააკეთეს, არავის და არასოდეს უქნია – ერი დაცალეს, გამოშიგნეს ფაქტიურად! იკრიბებიან კომუნისტურ სახალხო ყრილობებზე და საბჭოური, დესპოტური მეთოდებით მოქმედებენ. მოკლედ, ვისაც ამ არალეგიტიმური პარლამენტის ყურება სიამოვნებს, ცირკში იარონ ჯობია, ის უფრო შინაარსია, ხოლო ვისაც ნამდვილად რაღაცის შეცვლა უნდა, ისინი რუსთაველზე იყვნენ 20 ივნისს და 24-ში უფრო მეტი უნდა მოვიდეს“, – აცხადებს ჭიჭინაძე.