1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

374
0

ვერძი

ამ დღეს ინიციატივის ნაკლებობას განიცდით და ნებისმიერი მიზნის განხორციელება გიჭირთ. თუ არ გსურთ, რომ ეს დღე ტყუილად დაიკარგოს, გვერდით უნდა გადგეთ და ინიციატივა უფრო ენერგიულ ადამიანს უნდა გადასცეთ. დაუთმეთ ეს დღე შემოქმედებას ან ახალი ცოდნის მიღებას – შედეგით კმაყოფილი დარჩებით.

კურო

ამ დღეს ემოციებით სავსე ხართ, ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ, რომ გრძნობებმა თავბრუ არ დაგახვიოთ. კარგი ისაა, რომ თქვენი ემოციები, ძირითადად, დადებითია. ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, განიტვირთოთ.

ტყუპები

დაუგეგმავი შენაძენი და ხარჯები გელით, თუმცა, ამის ნუ შეგეშინდებათ – ფინანსურ საკითხებში, როგორც ყოველთვის, გააზრებულად და წინდახედულად მოქმედებთ. ასე რომ, საეჭვოა, შოპინგმა თქვენი ბიუჯეტი დააზარალოს, სარგებელს კი აუცილებლად მოგიტანთ.

კირჩხიბი

ეცადეთ, საკუთარი ბედის მჭედელი გახდეთ და არა მარტო საკუთარი! ახლობელი ადამიანები ცდილობენ, რომ ინიციატივა თქვენ გადმოგილოცონ. ამ დღეს თქვენი ემოციები პოზიტიური და გადამდებია, იდეები და გეგმები კი – საინტერესო. გაითვალისწინეთ, რომ ეს დღე თქვენი ნებისმიერი იდეის განხორციელებისა და ახალი ნაცნობობისთვის ხელსაყრელია.

ლომი

ლომს ყველა შანსი აქვს, რომ სასურველს მიაღწიოს და მიღწეული ხელიდან არ გაუშვას. ამ დღეს ლომის შეჩერება არ უნდა სცადოთ – მიზნის მისაღწევად ის უკან არაფერზე დაიხევს და არავის დაინდობს. თუ არ გსურთ, რომ ლომის რისხვა თავზე დაგატყდეთ, მას ხელი არ შეუშალოთ.

ქალწული

ეცადეთ, გადაწყვეტილებები ცოტა უფრო სწრაფად მიიღოთ! ეს დღე უამრავ ბედნიერ შანსს შემოგთავაზებთ – როგორც ბიზნესში, ისე სიყვარულში, მაგრამ იმდენ ხანს იფიქრებთ, რომ ყველა შანსს დაკარგავთ. გახსოვდეთ, ზედმეტი ფიქრი საზიანოა.

სასწორები

ამ დღეს სურვილიც გექნებათ და შესაძლებლობაც, რომ ფული სასარგებლო საქმისთვის დახარჯოთ. გამორიცხული არაა, რომ უამრავი მაღაზიის შემოვლა და დახლებთან საათების გატარება მოგიწიოთ, სამაგიეროდ, ნამდვილად საჭირო და ხარისხიან ნივთებს შეიძენთ.

მორიელი

მორიელს შესაძლებლობა ექნება, საკუთარი ნიჭი და უნარები გამოავლინოს და გარშემო მყოფები გააოცოს. ეცადეთ, ზედმეტი არ მოგივიდეთ, რადგან ერთი საინტერესო იდეაც საკმარისია, რომ ყველას ყურადღება მიიქციოთ. ეს დღე შეიძლება სასარგებლო კონტაქტების დასამყარებლად, საკუთარი იდეები გასავრცელებლად ან სპონსორის საპოვნელად გამოიყენოთ.

მშვილდოსანი

სავარაუდოდ, ცდუნებას აჰყვებით და სახლისთვის რაღაც წვრილმან ნივთს შეიძენთ. თუ არ გსურთ, რომ მთელი საოჯახო ბიუჯეტი მაღაზიებში დატოვოთ, რეკლამას და მეგობრების რჩევებს ნაკლები ყურადღება უნდა მიაქციოთ.

თხის რქა

ერთადერთი, რაც გეგმების განხორციელებაში ხელს გიშლით, თქვენივე არაორგანიზებულობაა. ამის გამო არა მარტო თქვენ, თქვენს ახლობლებსაც მოუწევთ გეგმების შეცვლა. რა თქმა უნდა, ამისთვის მადლობას არავინ გეტყვით. ამიტომ სხვის საქმეებში ჩარევის ნაცვლად, ეცადეთ, საკუთარი საქმეები მოაწესრიგოთ.

მერწყული

გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს ფული იპოვოთ ან სრულიად უიმედო საქმე თქვენს სასარგებლოდ შემოაბრუნოთ. საკუთარი გულწრფელობისა და დამაჯერებელი საუბრის წყალობით, არა მხოლოდ მოკავშირეებს, არამედ სპონსორებსაც იპოვით, რომლებიც მზად არიან, თქვენი ვალდებულებები დააფინანსონ. ეცადეთ, ნებისმიერ სიტუაციაში ზომიერების გრძნობა არ დაკარგოთ.

თევზები

ამ დღეს ყველაზე მეტად შოპინგს უნდა ერიდოთ. მაღაზიაში უწყინარი გასეირნება შეიძლება თქვენი ოჯახური ბიუჯეტისთვის დარტყმად იქცეს. ეცადეთ, საღამო სახლში ოჯახის წევრებთან ან უახლოეს მეგობრებთან ერთად გაატაროთ.