1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

718
0

ვერძი

ამ დღეს კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად მაქსიმალური მოთმინება გმართებთ. მეგობრებთან შეხვედრა საინტერესო საღამოს გპირდებათ. გარკვეული მიზეზების გამო შეიძლება ზოგიერთ ნაცნობთან დამოკიდებულების შეცვლა დაგჭირდეთ. გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ შეიძლება ოჯახში სერიოზული კონფლიქტები გამოიწვიოს.

კურო

შესანიშნავი დღეა ოჯახთან ერთად აქტიური დასვენებისა და სპორტისთვის. თუ არ იზარმაცებთ, ამ დღეს დიდებულ შედეგს მიიღებთ და სამსახურებრივ მდგომარეობას გაიუმჯობესებთ. ძველი და საკმაოდ მტკივნეული პრობლემა შეიძლება ახალი და საინტერესო ხერხით მოაგვაროთ. კარგი დღეა შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებისთვის.

ტყუპები

მშვიდი დღეა, რომელიც ხელსაყრელია ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და ვარჯიშისთვის. უარი თქვით მოჩხუბარი მხარეების შერიგებაზე, რაც მდგომარეობას უფრო გაართულებს. ხელსაყრელი დროა ექიმთან ვიზიტისა და პროფილაქტიკური მკურნალობის დაწყებისთვის.

კირჩხიბი

ფრთხილად იყავით, რომ სამსახურში შეცდომა არ დაუშვათ. იზრდება ნერვიულობის ნიადაგზე ქრონიკული დაავადებების გამწვავების ალბათობა. ეცადეთ საღამოს ბავშვები ახალი სათამაშოთი ან საინტერესო წიგნით გაახაროთ.

ლომი

გამორიცხული არ არის, რომ ეს დღე კონფლიქტით დაიწყოს, თუმცა დღის ბოლომდე ყველაფერი მოგვარდება. არ არის გამორიცხული, რომ საყვარელ ადამიანთან კამათი კონფლიქტში გადაიზარდოს. პლანეტების გავლენა ნეიტრალურია – შეგიძლიათ, ჯანმრთელობაზე და ფინანსურ საქმეებზე მშვიდად იზრუნოთ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა სიყვარულის ახსნის, ქორწინებისა და ოჯახური წვეულებისთვის. რთულ დროს შეგიძლიათ, საყვარელი ადამიანის დახმარების იმედი გქონდეთ. სავარაუდოდ, ახალი თანამშრომლობა დამატებით შემოსავალს და მოგებიან ურთიერთობებს მოგიტანთ. გირჩევთ, ამ დღეს საქმიანი მოლაპარაკებები არ დაგეგმოთ.

სასწორი

აქტიური, შემოქმედებითი დღეა. მოერიდეთ ნერვიულობას, რადგან ამან შეიძლება, ქრონიკული დაავადების გამწვავება გამოიწვიოს. თუ სპორტულ დარბაზში წასვლას და სერიოზულ ვარჯიშს ვერ ახერხებთ, ეცადეთ, უბრალოდ, სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ. მოულოდნელ შემთხვევას შეიძლება, სახლში სერიოზული კონფლიქტი მოჰყვეს.

მორიელი

დილიდან რთული და დატვირთული დღე გელით. შესაძლოა, ვინმემ ძველი ვალის დაბრუნება ან პირობის შესრულება მოგთხოვოთ. საქმე, რომელიც უკვე დასრულებული გეგონათ, დამატებით შრომას და ხარჯებს მოითხოვს. კარგი დღეა შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებისთვის.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა გაწყვეტილი მეგობრული ურთიერთობების აღდგენისთვის. ეცადეთ, ყველა უსიამოვნება, რომელიც ამ დღეს გელით, მშვიდად და უემოციოდ მიიღოთ. თუ მეგობრებთან ერთად გართობას გეგმავთ, ნებისმიერი მიზეზი მოიფიქრეთ, რომ საყვარელი ადამიანი არ წაიყვანოთ – წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, გაუგებრობაში აღმოჩნდეთ. სასიყვარულო და ოჯახური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება.

თხის რქა

ამ დღეს საქმიან წინადადებას მიიღებთ, მაგრამ მაშინვე არ უნდა დაეთანხმოთ, რადგან შედეგი მოლოდინს არ გაამართლებს. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და ახალ ნაცნობობას, რომელიც, უსიამოვნების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

მერწყული

ეს დღე ხელსაყრელია შემოქმედებისთვის, მაგრამ არა ბიზნესისთვის – ზედმეტად დაბნეული ხართ და შეიძლება მძიმე შეცდომა დაუშვათ. პლანეტების გავლენა ნეიტრალურია – შეგიძლიათ, საკუთარ ჯანმრთელობაზე და მიმდინარე საქმეებზე მშვიდად იზრუნოთ.

თევზები

ეს დღე მნიშვნელოვანი ცვლილებებით და მოულოდნელი უსიამოვნებით დაგამახსოვრდებათ. ახლობელ ადამიანებთან ტყუილი არ გამოგადგებათ – ამით მხოლოდ საკუთარ თავს დააზარალებთ. ფრთხილად იყავით – იზრდება საკვებით მოწამვლის, საყოფაცხოვრებო დაზიანებების და საგზაო შემთხვევების რისკი. ამ დღეს საქმიანი მოლაპარაკებებისგან თავი უნდა შეიკავოთ.