1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 22 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
22 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

22 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

1.06K
0

ვერძი

მოერიდეთ გრძელვადიანი გეგმების შედგენას, რადგან ამ დღეს თქვენი უყურადღებობის გამო მათი შეცვლა მოგიწევთ. ეცადეთ, ნებისმიერ საქმეს პასუხისმგებლობით მოეკიდოთ – მცირე შეცდომამაც კი შეიძლება დიდი პრობლემა გამოიწვიოს. სხვა მხრივ საკმაოდ მშვიდი დღეა. შესაფერისი დროა იმ ადამიანებთან შესახვედრად, რომლებზეც კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ.

კურო

ამ დღეს საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების საჯაროდ წარმოჩენა არ უნდა მოგერიდოთ. გამორიცხული არ არის, რომ გავლენიანმა ადამიანმა შეგნიშნოთ და ხელსაყრელი სამსახური შემოგთავაზოთ. გახსოვდეთ, რომ საკუთარი საიდუმლო ან პირადი ინფორმაცია სხვებს არ უნდა გაუზიაროთ. საღამოს ძველი ნაცნობის ნახვა სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ.

ტყუპები

სტრესი, რომელსაც ბოლო დროს ხშირად განიცდით, შეიძლება ავადმყოფობის მიზეზი გახდეს. ამის თავიდან ასაცილებლად საკუთარ ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე უნდა იზრუნოთ. ეცადეთ, დასვენებისსთვის დრო გამონახოთ. ერიდეთ ადამიანებს, რომლებიც უსარგებლო საუბრით დროს გართმევენ. იფიქრეთ საკუთარ სიმშვიდეზე.

კირჩხიბი

გირჩევთ, სხვა ადამიანების კამათს ნაკლები ყურადღება მიაქციოთ. ძალიან ხშირად სხვა ადამიანების კონფლიქტების და პრობლემების მოგვარებას ცდილობთ, რასაც თქვენი ნერვული სისტემა ეწირება. ეცადეთ, უფრო ხშირად დაისვენოთ და ნაკლები ინერვიულოთ. ფინანსური მდგომარეობა ხელსაყრელია, ამიტომ შეგიძლიათ თავს დაუგეგმავი შესყიდვების ან გართობის უფლება მისცეთ.

ლომი

ლომს მეტოქისთვის დათმობა და დამარცხების აღიარება უჭირს, თუმცა გარემოებები კომპრომისისკენ გიბიძგებთ. ამ გზით თქვენ რამდენიმე პრობლემას ერთდროულად გადაჭრით და სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი საქმეებით დაკავდებით. შეეცადეთ, ახალი ადამიანები გაიცნოთ და სამომავლო გეგმების განსახორციელებლად თქვენი სოციალური წრე გააფართოოთ.

ქალწული

დროა, იმაზე დაფიქრდეთ, თუ როგორ ცხოვრობთ. დიდი ხანია, საკუთარი ცხოვრების შეცვლაზე ოცნებობთ, მაგრამ რადიკალური ცვლილებების განხორციელებისთვის გაბედულება არ გყოფნით. გირჩევთ, წარსულში დატოვოთ შიშები, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლით და საკუთარი ცხოვრება ისე მოაწყოთ, რომ ყოველმა ახალმა დღემ სიხარული და კმაყოფილება მოგიტანოთ.

სასწორები

შეცდომების გაცნობიერების რთული პერიოდია, თუმცა მომავალში ამ დროს ღიმილით და მადლიერებით გაიხსენებთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისას ბოლომდე გულწრფელი იყოთ და არაფერი დამალოთ. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება სასურველი შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ, ამიტომ შეგიძლიათ, ექსპერიმენტებს მიმართოთ.

მორიელი

ამ დღეს ინტუიცია გიკარნახებთ, შექმნილ ვითარებაში როგორ იმოქმედოთ. პრობლემა, რომლებიც ბოლო დროს გაწუხებთ, შესაძლოა მოულოდნელად თქვენთვის სასარგებლოდ მოგვარდეს. ძველ მეგობრებთან შეხვედრა, სასიამოვნოს გარდა, სასარგებლოც იქნება – დროს კარგად გაატარებთ და თქვენთვის საინტერესო საკითხებსა და მოვლენებს განიხილავთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს თუ სიზმარში წყალს ნახავთ, შეიძლება მალე დაუგეგმავი შემოსავალი მიიღოთ. ერთდროულად ბევრი საქმის კეთება მოგიწევთ, ამიტომ საღამოს თავს გადაღლილად იგრძნობთ. სრული უფლება გაქვთ, მოდუნდეთ და დაისვენოთ ან მეგობრებთან ერთად გაერთოთ.

თხის რქა

დილიდან შინაგან შფოთვას გრძნობთ. სინამდვილეში სანერვიულო არაფერია. ვარსკვლავები ირწმუნებიან, რომ უახლოეს მომავალში თქვენს ცხოვრებაში მხოლოდ დადებითი მოვლენები მოხდება. განდევნეთ ეჭვები და მიხვდებით, რომ თქვენი ცხოვრება საინტერესო მოვლენებით სავსეა.

მერწყული

ამ დღეს ნებისმიერ საქმეს ადვილად გაუმკლავდებით, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ინტუიციამ გიღალატოთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას მხოლოდ ლოგიკას და გამოცდილებას უნდა ენდოთ. ნუ იჩქარებთ გარიგების დადებას, სანამ არ დარწმუნდებით, რომ ნამდვილად მოგებიანია.

თევზები

დილიდან უამრავი საქმიანი შეხვედრა და მოლაპარაკება გელით, რაც დიდ სასიცოცხლო ენერგიას მოითხოვს, ამიტომ, საღამოს დასვენებისა და ძალების აღდგენის დრო უნდა გამონახოთ. არახელსაყრელი დღეა საკუთარ პრობლემებზე საუბრისთვის – შეიძლება, მხარდაჭერის ნაცვლად, ბევრი კრიტიკა მიიღოთ.