1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

655
0

ვერძი

კვირის ბოლომდე ისე დაიღლებით, რომ თვალთმაქცობის ძალა არ შეგრჩებათ და ნეგატიურ თვისებებს ბოლომდე გამოაჩენთ. თქვენი მეგობრები და ახლობელი ადამიანები მოვლენების ასეთ განვითარებას ნამდვილად არ ელოდნენ.

კურო

ახალი წელი კარს მოგადგათ, მაღაზიებში საყიდლებზე წასვლას კი მოუცლელობის გამო ვერ ახერხებთ. საცობებში და მაღაზიის რიგებში რომ დრო არ დაკარგოთ, იქნებ ონლაინ-მაღაზიებზე გეფიქრათ? ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ შეჩერებას ვეღარ მოახერხებთ.

ტყუპები

რთულ და გაურკვეველ სიტუაციაში მხოლოდ საკუთარ ინტუიციას და გამოცდილებას უნდა ენდოთ. ახლობელ ადამიანებთან შეხვედრები და ურთიერთობა წარმატებული და ორმხრივად სასარგებლო იქნება.

კირჩხიბი

შესაძლოა, საკითხი, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ, ნელ-ნელა დალაგდეს. სავარაუდოდ, შედეგით ბოლომდე კმაყოფილი არ იქნებით, მაგრამ, რაც მთავარია, გაურკვევლობის პერიოდი დასრულდება. მზად იყავით ფინანსური სირთულეებისთვის.

ლომი

ხვალ თქვენთვის დამახასიათებელი სერიოზულობა არ გამოგადგებათ. ეცადეთ, მოდუნდეთ და რაც შეიძლება ბევრი იცინოთ. გარდა იმისა, რომ ეს განწყობას აგიმაღლებთ, თქვენს ცხოვრებაში პოზიტივსაც მოიზიდავს. უცნაურია, მაგრამ ამ დღეს სპონტანურობა უფრო დაგეხმარებათ, ვიდრე საგულდაგულოდ შედგენილი გეგმა.

ქალწული

ხვალ საკუთარი დაპირებები და შეთანხმებები განსაკუთრებული გულმოდგინედ უნდა შეასრულოთ. ადამიანებს, რომლებიც გენდობიან, იმედს ნუ გაუცრუებთ. თუ ხვდებით, რომ საქმეს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, დახმარების თხოვნა ნუ მოგერიდებათ. ამ დღეს გუნდური მუშაობა უფრო შედეგიანი იქნება.

სასწორი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე იზრუნოთ და „გარედან“ მანიპულირებას ყურადღება არ მიაქციოთ. ნუ გადაიღლებით, რათა ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ.

მორიელი

ხვალინდელი დღე შეიძლება თქვენთვის გამოცდად იქცეს. გამორიცხული არ არის, რომ ერთდროულად უამრავი პრობლემის გადაჭრა მოგიწიოთ – ამის მიზეზი თქვენი ახლობელი ადამიანები იქნებიან. ამ დღეს დაუახლოვდებით ადამიანს, ვისთანაც დიდი ხანია გინდათ დამეგობრება.

მშვილდოსანი

თქვენ ირგვლივ მოვლენები ისეთი სისწრაფით იცვლება, რომ გაცნობიერებასც ვერ ასწრებთ. ამან შეიძლება შრომის ნაყოფიერებაზე გავლენა მოახდინოს, რადგან დაწყებული საქმის დასრულება ძალიან რთული იქნება. სამაგიეროდ, მოსაწყენად დრო აღარ დაგრჩებათ.

თხის რქა

ეცადეთ, დაუსრულებელი საქმეებისა და გადაუჭრელი პრობლემების მოსაგვარებლად დრო გამონახოთ. გირჩევთ პრობლემებს მანამდე გაუმკლავდეთ, სანამ ცხოვრების მძიმე ტვირთად გექცევათ. იმპროვიზაციის და ექსპერიმენტების ჩატარების ნუ შეგეშინდებათ. ყველაფერი კარგია, რაც მიზანთან დაგაახლოებთ.

მერწყული

შესძლოა, ამ დღეს უახლოესი ადამიანის მიმართ ნდობა დაკარგოთ. ვარსკვლავებს გირჩევენ, რაღაც უსიამოვნო შემთხვევისთვის მორალურად მოემზადოთ.

თევზები

ამ დღეს ნებისმიერი სირთულის საქმეს ძალიან სწრაფად და მარტივად გაუმკლავდებით, თუმცა, გადაღლას მაინც უნდა მოერიდოთ. თუ ხვდებით, რომ იღლებით, პაუზა უნდა გააკეთოთ. სხვათა შორის, ეს მარტო მუშაობას არ ეხება