1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “სამი მარგინალური პარტია იძლევა მაგალითს, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკაში წარმომადგენლობა” – რატი იონათამიშვილი
“სამი მარგინალური პარტია იძლევა მაგალითს, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკაში წარმომადგენლობა” – რატი იონათამიშვილი

“სამი მარგინალური პარტია იძლევა მაგალითს, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკაში წარმომადგენლობა” – რატი იონათამიშვილი

456
0

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებელსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ მარგინალურ, არაკონსტრუქციულ და უპასუხისმგებლო პარტიებს უწოდებს.

„სამი მარგინალური პარტია იძლევა საუკეთესო მაგალითს, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკაში წარმომადგენლობა. ფაქტობრივად, ისინი ანტომოდელს ქმნიან. ისინი გამოირჩევიან განსაკუთრებული უპასუხისმგებლობითა და არაკონსტრუქციული მიდგომით, მათ შორის, იმ საკითხებისადმი, რომლებიც პარტიულ ჩარჩოებს ცდება. შესაბამისად, აღარავის არ უნდა გაუკვირდეს, რომ სწორედ ასეთი„რეპუტაციით“ დარჩებიან ქართული პოლიტიკური ისტორიის გვერდებზე“, – აცხადებს რატი იონათამიშვილი.

მაშინ, როცა ევროკავშირის რეკომენდაციებიდან პირველი პუნქტი დეპოლარიზაციას ეხება, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებასთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს და ელოდება, რომ ხელისუფლების მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფს სხვა ოპოზიციური პარტიები მალე დატოვებენ. ამის ფონზე, ე.წ. რადიკალური ოპოზიცია პოლარიზაციის აღმოფხვრის ვალდებულებას კვლავ მმართველ გუნდს აკისრებს.