1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 16 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
16 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

16 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

233
0

ვერძი

გრძნობებს და ემოციებს არავის უზიარებთ და საკუთარ თავში მალავთ, რაც შინაგანად გაზიანებთ. ცდილობთ ყველაფერს დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად გაუმკლავდეთ, ამიტომ ძალიან იღლებით და ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება გიჭირთ. გირჩევთ, საკუთარი განცდები ახლობელ ადამიანებს გაუზიაროთ და საჭიროების დროს დახმარება ითხოვოთ. ასე თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.

კურო

დროა, სიზარმაცე დაივიწყოთ და საქმეს შეუდგეთ. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ რას ამბობენ და აკეთებენ სხვები და ეცადეთ, ყურადღება საკუთარ თავზე და საკუთარ პრობლემებზე გაამახვილოთ. გაითვალისწინეთ, რომ ზომიერი ფიზიკური აქტივობა თქვენს განწყობას და ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

ტყუპები

მშვენიერი დღეა მოკავშირეების პოვნისა და მათთან ძალების გაერთიანებისთვის. შეგიძლიათ, საერთო გეგმებისა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება დაიწყოთ. ოთხშაბათს იმდენად ენერგიული იქნებით, რომ დაგეგმილზე მეტის გაკეთებას შეძლებთ.

კირჩხიბი

ამ დღეს ოჯახურ პრობლემებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. ეცადეთ სიტუაცია გამოასწოროთ. თქვენთვის იდეალური სცენარი იქნება, რომ საოჯახო საქმეების შემდეგ საყვარელი ადამიანების აზრით დაინტერესდეთ და მათ ინიციატივას მხარი დაუჭიროთ.

ლომი

ნუ აჩქარდებით. სიჩქარე არა მხოლოდ დაგაზარალებთ, მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს. გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ დღემ მშვიდად, ემოციების გარეშე ჩაიაროს. ამ დღეს გაცნობილი ადამიანის რჩევა დაგეხმარებათ, შეცდომები ბიზნესში თავიდან აიცილოთ.

ქალწული

ეს დღე თქვენგან სწრაფ მოქმედებას და კარგად გააზრებულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. ისინი დამოუკიდებლად, სხვისი აზრის გათვალისწინების გარეშე უნდა მიიღოთ. თქვენ ყველაფერს სწორად აკეთებთ, ამიტომ უფლება არ მისცეთ არაკეთილსინდისიერ ადამიანებს, რომ თქვენზე მანიპულირება მოახდინონ.

სასწორი

გადაწყვეტეთ, რომ ეს დღე საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის მოგვარებას დაუთმოთ. გვერდიდან ძალიან კატეგორიული ჩანხართ და მზად ხართ ურთიერთობა გაწყვიტოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ემოციები მოთოკოთ და გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე დღე მოიცადოთ, რათა მოგვიანებით არ ინანოთ.

მორიელი

კოლეგები სულ უფრო და უფრო ხშირად მოგმართავენ დახმარებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენს ცოდნას აფასებენ. შეეცადეთ, ეს მომენტი თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ. იმას არ ვამბობთ, რომ ანგარებიანი უნდა გახდეთ, მაგრამ თქვენი უნარების მნიშვნელობა უნდა გესმოდეთ და ისინი სასარგებლოდ უნდა გამოიყენოთ.

მშვილდოსანი

ვარსკვლავები ჩაკეტილი სივრციდან გარეთ გასვლას და გააქტიურებას გირჩევენ. დროა, სხვადასხვა ფიზიკური აქტივობით დაკავდეთ. დღის მეორე ნახევარში სამსახურსა თუ კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებით ახალი იდეები გეწვევათ. შესაძლოა, დადოთ გარიგება, რომელიც მნიშვნელოვან მოგებას მოგიტანთ.

თხის რქა

გრძნობთ, რომ განსხვავებული პრინციპების და შეხედულებების ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან გაღიზიანებთ. ერთმანეთის მტრები არ ხართ, მაგრამ თქვენ შორის მშვიდობა არასოდეს იქნება, ამიტომ უმჯობესია, ნერვიულ სისტემას გაუფრთხილდეთ და მათგან თავი შორს დაიჭიროთ. უმჯობესია, ძვირად ღირებული ნივთების შეძენაზე უარი თქვათ – იმედგაცრუებული დარჩებით.

მერწყული

ცხოვრებას ხშირად უჩივით. განსაკუთრებით თქვენი ფინანსური კეთილდღეობა გაწუხებთ, რასაც საუბარში ყოველთვის აღნიშნავთ. სინამდვილეში, საწუწუნო არაფერი გაქვთ, ამიტომ ბედს ნუ გააბრაზებთ, რათა მან ნამდვილი გამოცდა არ მოგიწყოთ. დააფასეთ ის, რაც გაქვთ და ცხოვრებით დატკბით.

თევზები

გირჩევთ თქვენი ფინანსური ხარჯები აკონტროლოთ. ამ დღეს ფული მხოლოდ აუცილებელ ნივთებსა და სურსათზე უნდა დახარჯოთ, ძვირად ღირებული ხარჯები კი სამომავლოდ გადადეთ. საღამოს საშუალება გექნებათ, რომ მშვიდობა დაამყაროთ მათთან, ვინც ოდესღაც გაწყენინათ და აღადგინოთ მნიშვნელოვანი ურთიერთობები.