1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

680
0

ვერძი

ცვლილებებისა და სიახლეების დღეა. თუ კონფლიქტს შეესწარით, მოჩხუბრების შერიგება არ უნდა სცადოთ რადგან ამით მხოლოდ ცეცხლზე ნავთს დაასხამთ. თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან თუნდაც მანამდე, სანამ ძველ საქმეებს არ დაასრულებთ. დღეს დაგეგმილი შეხვედრები თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო გაუქმდება.

კურო

ამ დღეს თქვენი თაყვანისმცემელთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება. უსიამოვნო საუბარს ნუ გაექცევით, რადგან შედეგი თქვენთვის სასარგებლო იქნება. მოსალოდნელია ძველი სიყვარულის განახლება.

ტყუპები

დილას შეიძლება სასიცოცხლო და შემოქმედებითი ძალების დაქვეითება იგრძნოთ, თუმცა ეს მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდება. არ არის გამორიცხული, რომ საყვარელი ადამიანის მოქმედებით იმედგაცრუებული დარჩეთ. ეს დღე საშუალებას მოგცემთ პარტნიორთან შეთანხმებას მიაღწიოთ და სულიერი სიმშვიდე მოიპოვოთ.

კირჩხიბი

ურთიერთობებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ ეცადეთ კონტაქტები მაქსიმალურად შეამციროთ და თუ შესაძლებელია, მთელი დღე სახლში დარჩეთ. კრიზისულ დროს შეგიძლიათ საყვარელი ადამიანის დახმარების იმედი გქონდეთ. შესაძლოა, საყვარელი ადამიანის ახლობლებმა რჩევისა და დახმარებისთვის მოგმართონ და ეცადეთ იმედი არ გაუცრუოთ.

ლომი

შემოქმედ ლომებს წარმატება ყოველი ფეხის ნაბიჯზე დაჰყვებათ.. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, რადგან ნერვიულობამ შეიძლება ქრონიკული დაავადებების გამწვავება გამოიწვიოს – მით უფრო იმ შემთხვევაში, თუ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გაწუხებთ,

ქალწული

ხელსაყრელი დღეა საქმიანი წამოწყებისთვის. შესაძლოა, ვიღაცამ პირობის შესრულება ან ვალის დაბრუნება მოგთხოვოთ. საქმიანი შეხვედრა თქვენ წინაშე ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. მთავარია, შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

სასწორი

იქნებ, ცოტა ხნით სამსახური დაივიწყოთ და საკუთარი თავი მთლიანად გრძნობებს მიუძღვნათ. ეცადეთ, ყველა უსიამოვნება, რომელიც ამ დღეს გელით, უემოციოდ აღიქვათ. თუ ახალი ბიზნესშეთავაზება მიიღეთ, უარი არ უნდა თქვათ. საყვარელ ადამიანთან თქვენს ურთიერთობას საფრთხე ემუქრება.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. თუ სამსახურის შეცვლაზე ოცნებობთ, ამ დღეს შანსი გაქვთ, რომ ოცნება აისრულოთ. ძველ შეყვარებულთან შეხვედრა მივიწყებულ გრძნობებს განაახლებს.

მშვილდოსანი

ამ დღეს დაუგეგმავი ხარჯები გელით, ამიტომ ეცადეთ, ფინანსების ხარჯვა აკონტროლოთ. ფრთხილად იყავით – სამსახურში უმცირესმა შეცდომამ შეიძლება, დიდი ფინანსური ზარალი გამოიწვიოს. სანამ შეთავაზებაზე დათანხმდებით, ეცადეთ, ყველა მოსალოდნელი შედეგი გათვალოთ. ავტომობილის მართვის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოთ.

თხის რქა

ამ დღეს ენერგიის ნაკლებობას არ უჩივით, რაც თაროზე შემოდებული პროექტების დასრულების საშუალებას მოგცემთ. ოჯახის წევრების მოტყუება მხოლოდ თქვენ დაგაზარალებთ. ხელსაყრელი დროა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გასარკვევად, თუმცა ეცადეთ, ცინიზმისა და უხეშობისგან თავი შეიკავოთ.

მერწყული

საყვარელ ადამიანთან დაკავშირებული ნერვიულობა გელით. არასახარბიელო სიახლეები ან გარემოებათა არახელსაყრელი კომბინაცია გელით. შრომისმოყვარეობა და გამოცდილება საშუალებას გაძლევთ, რამდენიმე საქმე ერთდროულად დაიწყოთ და ყველა დაასრულოთ. სხვადასხვა ბიზნესგარიგებაში წარმატება და ფინანსური შემოსავალი გელით.

თევზები

ამ დღეს კოლეგებთან, მშობლებთან და ახლო ნათესავებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით. მამაკაცები რაინდული საქციელით გარშემო მყოფების აღფრთოვანებას დაიმსახურებენ. ვარსკვლავები ახლობლების მონახულებას შეგახსენებენ.