1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

741
0

ვერძი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე მთლიანად ოჯახს და მეგობრებს დაუთმოთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის დროს თქვენს საუკეთესო თვისებებს გამოავლენთ. გულწრფელი ურთიერთობა და მეგობრული მხარდაჭერა სულიერ სიმშვიდეს და თავდაჯერებას მოგიტანთ. თუ მარტოხელა ხართ, შეიძლება მონათესავე სულს შეხვდეთ.

კურო

ახალი ურთიერთობების დამყარებას და მოვლენების ცენტრში ყოფნას ცდილობთ. მზად ხართ ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ თემაზე ესაუბროთ: სამსახურზე, ცხოვრებაზე, სიყვარულზე.. ამ დღეს თქვენთან კამათი შეუძლებელია. უბრალო წინააღმდეგობას პირად შეურაცხყოფად მიიჩნევთ და ძალიან ნერვიულობთ.

ტყუპები

დილიდან სიჯიუტის დემონსტრირებას ახდენთ – თქვენთან კამათი თითქმის შეუძლებელია. თუმცა, ამას თავისი უპირატესობაც აქვს – თუ ამ პრინციპულობას სათანადოდ გამოიყენებთ, შეიძლება მთები ადგილიდან დაძრათ. გაცილებით უარესი იქნება, თუ საკუთარ ძალას წვრილმან და უმნიშვნელო საკითხებზე გაფლანგავთ.

კირჩხიბი

ამ დღეს ყველა საქმეში მოქმედებთ დევიზით – შემთხვევითობა არ არსებობს, ბედისწერას ვერავინ გაექცევა. გამორიცხული არ არის, რომ რაღაც საქმეში იღბალს მეტისმეტად ენდობით და კრიტიკულ მომენტში გიღალატებთ. გახსოვდეთ, რომ წარმატების მისაღწევად მხოლოდ ბედის იმედად არ უნდა იყოთ და თავადაც უნდა იმოქმედოთ.

ლომი

შესაძლოა, ამ დღეს ვიღაცამ ან რაღაცამ იმედი გაგიცრუოთ. სავარაუდოდ, ვიღაც თქვენს მოლოდინს არ გაამართლებს ან მოვლენები ისე არ განვითარდება, როგორც თქვენ გსურთ. დაფიქრდით, იქნებ ადამიანებისგან მეტისმეტად ბევრს ითხოვთ? ეცადეთ, ცხოვრებისგან მეტისმეტად ბევრი არ მოითხოვოთ და თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.

ქალწული

ყველაფერში, რაც სიყვარულს, ოჯახურ და მეგობრულ კავშირებს ეხება, წარმატება გელით. განსაკუთრებით კარგად იმ საქმეებს გაუმკლავდებით, სადაც შეგიძლიათ ვინმეს დაეყრდნოთ – მეგობრებისა და ოჯახის წრეს, სანდო ბიზნესპარტნიორებს, საყვარელ ადამიანს და ა.შ. მარტოხელა ქალწულს შანსი აქვს, თავისი რომანტიკული ფანტაზიების გმირს შეხვდეს.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა ახალი პროექტების დასაწყებად. ყველა საქმეს ადვილად უმკლავდებით და სასურველ შედეგს აღწევთ. ბიზნესის, კარიერისა და სიყვარულის მიმართულებით შეიძლება თამამად გადადგათ ნაბიჯი, რომელზეც დიდი ხანია ფიქრობთ და ვერ ბედავთ – სასურველ შედეგს მიაღწევთ.

მორიელი

შეიძლება სურვილი გაგიჩნდეთ, რომ ვიღაცას საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროთ ან უბრალოდ, დაეხმაროთ. თუ უსამართლობას ხედავთ, მზად ხართ ბრძოლაში ჩაერთოთ და დაჩაგრულის მხარეზე დადგეთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ვიღაცამ შეიძლება თქვენი სიკეთით ისარგებლოს და „სუსტი და დაჩაგრული“ ბოლოს კისერზე შეგაჯდეთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს გარემოებები თქვენ სასარგებლოდ განვითარდება და შესაძლებელია, რომელიღაც პროექტში დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვოთ. შესანიშნავი დღეა ნებისმიერი ადრე დაწყებული საქმის დასრულებისთვის.

თხის რქა

ამ დღეს თქვენს სიტყვებზე, საქმეებზე, გრძნობებსა და აზრებზეც კი ბევრი რამ იქნება დამოკიდებული!თხის რქის ცხოვრებაში უმნიშვნელო ქმედებებიც კი შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს, ამიტომ ეცდეთ, საკუთარი სიტყვები და მოქმედებები აკონტროლოთ. სიკეთე აუცილებლად დაგიბრუნდებათ.

მერწყული

ადამიანებთან ურთიერთობაში შეიძლება ნებისმიერი უკიდურესობა გამოავლინოთ! არასახარბიელო დათმობებზე წახვიდეთ ან პირიქით, მათზე ზეწოლა მოახდინოთ. ასეა თუ ისე, ამ დღეს თქვენს ურთიერთობებს ძნელია იდეალური ვუწოდოთ. ეს რომ კონფლიქტის მიზეზად არ იქცეს, მერწყულმა ოქროს შუალედი უნდა იპოვოს.

თევზები

ეს დღე თევზებს სიმშვიდეს მიანიჭებს და ენერგიით დამუხტავს. ბედი სასიამოვნო სიურპრიზს გიმზადებთ. წარმატებული შესყიდვები, კარგი ამბები, მაცდური შეთავაზებები, სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა და რომანტიკული შეხვედრები – ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. გახსოვდეთ, წარმატება მასთან კი არ მიდის, ვინც ადრე დგება, არამედ მასთან, ვინც კარგ ხასიათზე იღვიძებს.