1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 10 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
10 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

10 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

399
0

ვერძი

თქვენი ორგანიზაციული უნარებით შეიძლება გარშემო მყოფები და საკუთარი თავიც კი გააოცოთ. დღეს ადამიანების დარწმუნების საოცარ თვისებას გამოავლენთ, რომელიც ლოგიკით იქნება გამყარებული. ასეთ უნიკალურ შესაძლებლობებს ვერვინ შეეწინააღმდეგება.

კურო

ამ დღეს თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სახლის მოწესრიგებაა. ეს მხოლოდ შენობის დასუფთავებას კი არა, პირადი საქმეების მოწესრიგებასც გულისხმობს. შესანიშნავი დროა საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის გასამყარებლად და ოჯახში დაგროვილი გაუგებრობების აღმოსაფხვრელად. რაც შეეხება დანარჩენ საქმეებს, უკეთესი იქნება, თუ მათ სამომავლოდ გადადებთ.

ტყუპები

ტყუპების წარმატების საიდუმლო თანმიმდევრულ მოქმედებაში მდგომარეობს. თქვენი გონება საათის მექანიზმის მსგავსად, სწრაფად და მკაფიოდ მუშაობს და საქმეებსაც ადვილად უმკლავდებით. გარშემო მყოფებს გონიერებითა და წინდახედულობით გააოცებთ, რაც ბიზნესში უამრავ სარგებელს მოგიტანთ.

კირჩხიბი

გირჩევთ, საკუთარ ფინანსებში გაერკვეთ და ეს რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოთ, რადგან უფრო ხელსაყრელი დრო დიდი ხნის განმავლობაში არ იქნება. სასურველია მაგიდასთან დაჯდეთ და უახლოესი მომავლის გეგმები შეადგინოთ. ეცადეთ, განსაკუთრებული ყურადღება შემოსავლებისა და ხარჯების მონაცემებს მიაქციეთ.

ლომი

ლომს ყველაფერში აზრისა და ლოგიკის დანახვა სურს, თუმცა გარშემომყოფები მის განწყობას არ იზიარებენ. ნუ ინერვიულებთ, თქვენი საქმე მშვიდად აკეთეთ და ყველაფერი კარგად იქნება. ლომს განსაკუთრებით ისეთ საქმეებში გაუმართლებს, რომლებიც თანმიმდევრულობას და ლოგიკას მოითხოვს, ამიტომ ზედმეტი ემოციები საჭირო არ არის.

ქალწული

ამ დღეს რაც არ უნდა მოხდეს, ქალწული თავის საქმეებს არ მოსწყდება და დროს ზედმეტად არ დახარჯავს! თუმცა, გამჭრიახობისა და დახვეწილი ინტუიციის წყალობით, ირგვლივ სამყაროსა და ადამიანების ყველა ნაკლს ისე ხედავთ, როგორც არასდროს.

სასწორები

სავარაუდოდ, სასწორი ამ დღეს შოუს მოაწყობს! ჯერჯერობით უცნობია, როგორი იქნება შოუ – მაყურებლებისთვის შეთავაზებული ლამაზი წარმოდგენა თუ ოჯახური სცენა ჭურჭლის მსხვრევით. ნებისმიერ შემთხვევაში, სასწორი მიზეზების სიმცირეს არ უჩივის.

მორიელი

ყველაფერი, რაც დადგენილ წესებს ეწინააღმდეგება, თქვენს უკმაყოფილებას იწვევს. ეცადეთ, რომ ეს განრისხებაში არ გადაიზარდოს. და კიდევ – ნუ ეცდებით სხვებისთვის მორალის წაკითხვას. ეს საქმე ფილოსოფოსებს მიანდვეთ და საკუთარ საქმეებს მიხედეთ.

მშვილდოსანი

კარგი იქნება თუ მეგობრული შეხვედრის მოსაწყობად დროს გამონახავთ. კიდევ უკეთესია მეგობრებთან ერთად მოგზაურობა, თეატრში ან გამოფენაზე წასვლა. მთავარია, თემა ყველასთვის საინტერესო იყოს. ამ შემთხვევაში დაუვიწყარი ატმოსფერო და დადებითი ემოციები გარანტირებულია!

თხის რქა

ამ დღეს უფროსთან ნებისმიერი სახის ურთიერთობას კატეგორიულად უნდა ერიდოთ. თუ მენეჯმენტმა სწორედ დღეს გადაწყვიტა თქვენთან გასაუბრება, ნებისმიერი საბაბი იპოვოთ, რომ საუბარი აირიდოთ: ავადმყოფი ბებია, უეცარი შაკიკი, კორონავირუსი, ბირთვული ომი და ა.შ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საუბარი შეიძლება, თქვენი სამხურიდან გათავისუფლებით დასრულდეს.

მერწყული

ამ დღეს თავში მხოლოდ ორი კითხვა გიტრიალებთ: „ვინ არის დამნაშავე? და “რა უნდა გავაკეთო?”. ამაზე ფიქრის გამო საკუთარი გეგმების განხორციელებისთვის ვერ იცლით. იქნებ, ბოლოს და ბოლოს, დამნაშავეების ძიება დაივიწყოთ და საკუთარ საქმეებს მიხედოთ?

თევზები

შესაძლოა, მთელი დღე სხვა ადამიანების პრობლემებისა და საკითხების გადაჭრაში გაატაროთ. ამის გამო, თქვენი პირადი საქმეები და გეგმები დროებით უკანა პლანზე გადავა. სამაგიეროდ, მეგობრების დახმარებით მოკავშირეებს შეიძენთ, რაც ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ.