1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ბატონო კასიანოვ, ეს „ბუკი“ ჩვენ საჩუქრად კი არ მიგვიღია, არამედ მამასისხლად ვიყიდეთ თქვენგან უკრაინელებისგან!” – ლევან ნიკოლეიშვილი
“ბატონო კასიანოვ, ეს „ბუკი“ ჩვენ საჩუქრად კი არ მიგვიღია, არამედ მამასისხლად ვიყიდეთ თქვენგან უკრაინელებისგან!” – ლევან ნიკოლეიშვილი

“ბატონო კასიანოვ, ეს „ბუკი“ ჩვენ საჩუქრად კი არ მიგვიღია, არამედ მამასისხლად ვიყიდეთ თქვენგან უკრაინელებისგან!” – ლევან ნიკოლეიშვილი

151
0

 საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის მიერ გაჟღერებულ მოთხოვნას, უკრაინის მიერ საქართველოსთვის 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სისტემების დაბრუნებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ეხმაურება ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი.

ნიკოლეიშვილი კასიანოვისათვის, ტერმინ “მეგობარი ქვეყნის” განმარტების შეხსენებას ითხოვს და აღნიშნავს, რომ რწმუნებულის მიერ გაკეთებულ განცხადებას მეგობრობასთან საერთო არაფერი აქვს.

“თუ რას ნიშნავს მეგობარი ქვეყანა, ალბათ უპრიანი იქნებოდა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლისთვის, და ასევე, უკრაინის ოფიციალური პირებისათვის გადაგვეგზავნა, ცხადია უკრაინული ენით და დაწყებული რუსული ენით დამთავრებული. რუსულადაც იმიტომ ბევრმა უკრაინული არ იცის და რუსულად უფრო სიამოვნებით მეტყველებენ (მაგალითად, არახამია!).

იქნებ მეგობრობა ის ჰგონიათ, საქართველოდან უამრავი ძებნილი ჰყავთ შეფარებული, ზოგი დაბალ და ზოგიც მაღალ თანამდებობაზე დანიშნული, რომლებიც დროდადრო კი ხან ჩვენი ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას ფიქრობენ, ხანაც ტანკებით გადავლას გვპირდებიან?!

იქნებ მეგობრობა ის ჰგონიათ, სააკაშვილი, რომელიც საქართველოში შემოპარვამდე მაღალ თანამდებობას, რომ იკავებდა და დროდადრო რევოლუციას გვიანონსებდა?! იქნებ მეგობრობა ის ჰგონიათ, როცა მათი მაღალი ხელისუფლების წარმომადგენლები ხანაც ომში ჩვენს ჩათრევას ცდილობდნენ ხანაც რუსეთთან კავშირებს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე გვაბრალებდნენ?!

ახლა კი რაც შეეხება უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემის „ბუკის“ უკან გადაცემას, ბატონო კასიანოვ, ეს „ბუკი“ ჩვენ საჩუქრად კი არ მიგვიღია, არამედ მამასისხლად ვიყიდეთ თქვენგან უკრაინელებისგან! ჩვენ თუ იარაღით არ დავეხმარეთ ომს ვერ იგებთ? კი მაგრამ ამდენი თანამედროვე შეიარაღება და ტექნიკა რასაც დასავლეთიდან იღებთ საკმარისი არ არის! ჩვენი იარაღი წყვეტს ყველაფერს თუ გამოცდას გვიწყობთ დაგეხმარებით თუ არა?!

ერთხელ გითხრეს ოფიციალურად, რომ იარაღით ვერ დაგეხმარებით, ერთი უბრალო მიზეზიდან გამომდინარე ჩვენივე თავდაცვის უნარიანობისათვის გვჭირდება. მაშ რატომ დგება საკითხი კვლავ პროვოკაციულად?! ისე, რატომ არ ინტერესდებით რამდენი სამხედრო სამსახურისათვის და ომისათვის ვარგისი უკრაინის მოქალაქეა საქართველოში თბილად გაყუჩებული, სხვათა შორის რუსეთიდან ჩამოსულებისგან ვერაფრით გაარჩევ ერთმანეთში მშვენივრად საუბრობენ რუსულად!

ისე რა მაინტერესებს იცით, ჩვენ საქართველომ რომ გთხოვოთ, ყველა ჩვენი ძებნილების გადმოცემა გადმოგვცემთ?! მაგალითად, ბუკის სანაცვლოდ?! ბატონო კასიანოვ, ჩვენ თქვენთან ვალში არ ვართ: თუ უკრაინიდან რამე შეიარაღება მიგვიღია, მხოლოდ ფულის სანაცვლოდ ანუ გვიყიდია, დევნილები მივიღეთ, დავაბინავეთ და დავაპურეთ, ჰუმანიტარული ტვირთებით არაერთხელ დაგეხმარეთ, ყველა საერთაშორისო ფორუმზე მხარი დაგიჭირეთ! თქვენ სანაცვლოდ რას აკეთებთ-ჩვენ ძებნილებს და კრიმინალებს ინახავთ, რუსებთან კავშირებს გვაბრალებთ, ჩვენი ომში ჩათრევა არაერთხელ სცადეთ, სააკაშვილი ასარევად შემოაპარეთ, გეგონება ერთ კინკილა საჰაერო თავდაცვის სისტემაზე, „ბუკზე“ იყოს დამოკიდებული ომის ბედი ისე ითხოვთ, დასავლეთის დახმარება რას უშვებით, აღარ გყოფნით თუ არ იყენებთ ?!

ახლა, რაღას ხლართავთ, რა გეგმა გაქვთ, ბოლოს და ბოლოს მართლა არაფრის აღარ გრცხვენიათ?” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სისტემების დაბრუნება სთხოვა. მოთხოვნა ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვმა გააჟღერა.