1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 1 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
1 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

1 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

312
0

ვერძი

შესანიშნავი დღეა დისკუსიებისა და მოლაპარაკებებისთვის. თუ ძალიან ეცდებით, შეგიძლიათ ყველასთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებების პოვნა და საკუთარ სიმართლეში ოპონენტების დარწმუნება. განსაკუთრებული პიროვნული თვისებების წყალობით შეგიძლიათ მშვიდობისმყოფელის როლი მოირგოთ და კონფლიქტური სიტუაციები მოაგვაროთ.

კურო

შეეცადეთ, რაღაც ახალი და უჩვეულო იდეა განახორციელოთ. გაიხსენეთ ბოლო დროს რაზე ოცნებობდით. ამ დღეს განსაკუთრებულად ორგანიზებული და ყურადღებიანი ხართ, ამიტომ შეცდომების თავიდან აცილებას შეძლებთ. გამოცდილება, რომელსაც დღეს შეიძენთ, უახლოეს მომავალში გამოგადგებათ. გირჩევთ, საღამო მეგობრებთან ერთად გაატაროთ.

ტყუპები

რთული და მოვლენებით დატვირთული დღეა. ბევრი რთული და ჩახლართული საკითხის გადაჭრა მოგიწევთ, რაც იმაზე რთული იქნება, ვიდრე გეგონათ. გარშემო მყოფთა დახმარების იმედი გექნებათ – ისინი საკუთარი პრობლემებით არიან დაკავებულნი და თქვენთვის არ სცალიათ. ეცადეთ, ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ და ხშირად დაისვენოთ.

კირჩხიბი

თუ შესაძლებელია, მნიშვნელოვანი შეხვედრები და საქმიანი მოლაპარაკებები არაფორმალურ გარემოში ჩაატარეთ. შთაბეჭდილების მოხდენა შინაურულ გარემოში უფრო გაგიადვილდებათ. შესაფერისი დღეა საყვარელ ადამიანებთან შერიგების ან ურთიერთობის გასაძლიერებლად. გამორიცხული არ არის, რომ დაუგეგმავი შემოსავალი მიიღოთ.

ლომი

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ვიღაც თქვენთვის ზიანის მოყენებას ან მოტყუებას ცდილობს. ნუ იქნებით ასეთი ეჭვიანი და ნუ ცდილობთ, რომ ბუზისგან სპილო შექმნათ. მოერიდეთ ახალი ვალდებულებების აღებას, რადგან მათი შესრულება გაგიჭირდებათ. უახლოეს ხანებში საინტერესო მოვლენები გელით – არ გამოტოვოთ!

ქალწული

ყოველმხრივ ხელსაყრელი და საინტერესო დღეა. უამრავი მოულოდნელი სიახლე და მნიშვნელოვან ადამიანებთან შეხვედრები გელით. სახლში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. მტკივნეული პრობლემები, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ, თანდათან თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება. ქალებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით, ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

სასწორი

დილიდან მცირე უსიამოვნებები გელით, რაც სიმშვიდეს და წონასწორობას გირღვევთ. ეცადეთ, საკუთარი ემოციები აკონტროლოთ და გარშემო მყოფები თქვენს თვითკონტროლს დააფასებენ. სავარაუდოდ, შემოსავალზე მეტი გასავალი იქნება, ამიტომ ეცადეთ, ფული უფრო მომჭირნედ ხარჯოთ.

მორიელი

უჩვეულოდ მოტივირებული ხართ და მიზნის მისაღწევად უკან არაფერზე იხევთ. რთული კითხვები არ გაშინებთ და ახალ გამოწვევებს ენთუზიაზმით ხვდებით. შესაძლოა, ახალი საქმიანი პარტნიორები იპოვოთ, რომლებიც თქვენი საუკეთესო მეგობრები გახდებიან. სავარაუდოდ, სამსახურებრივი რომანი გელით.

მშვილდოსანი

რთული და ემოციებით სავსე დღეა. თქვენმა პირდაპირობამ შეიძლება ვიღაც გაანაწყენოს, თუმცა საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები ნაყოფიერი იქნება. ეცადეთ, ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში მეტი თავაზიანობა და წინდახედულობა გამოიჩინოთ, თორემ კონფლიქტს ვერ აიცილებთ. ფიზიკური აქტივობა განწყობას გაგიუმჯობესებთ.

თხის რქა

ამ დღეს თანამოაზრეების მხარდაჭერა დაგჭირდებათ. სულიერად ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა თავდაჯერებას შეგმატებთ და საინტერესო იდეების განხორციელებაში დაგეხმარებათ. გადაღლა და ნაყროვანება შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახოს.

მერწყული

არსებობს შესაძლებლობა, რომ დიდი ხნის მტრობა დაასრულოთ და მშვიდობა დაამყაროთ. თქვენი მხრიდან დაშვებული შეცდომების აღიარებისა და გამოსწორების სურვილი გარშემო მყოფთა პატივისცემას და აღფრთოვანებას იწვევს. გირჩევთ, საკუთარ მოქმედებებზე დაფიქრდეთ და გადაწყვიტოთ, რაზე შეგიძლიათ უარის თქმა და რაზე არა.

თევზები

გეგმები არ შეცვალოთ, თუნდაც ამას თქვენგან დაჟინებით ითხოვდნენ. თქვენი სიმტკიცე აუცილებლად დაფასდება და საბოლოოდ მიზანს მიაღწევთ. ხელმძღვანელობას და საქმიან პარტნიორებს სასიამოვნოდ გააოცებთ. გირჩევთ, გარეგნობის ან სტილის ცვლილებაზე იფიქროთ.