1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ფართო არჩევანი მაღაზია “რჩეულში”
მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ფართო არჩევანი მაღაზია “რჩეულში”

მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ფართო არჩევანი მაღაზია “რჩეულში”

208
0

მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა 

ტექნოლოგიის ბოლოდროინდელმა მიღწევებმა დიდი ცვლილებები გამოიწვია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ბაზარზე ტექნიკის მოთხოვნა გაიზარდა. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება დღითიდღე ამარტივებს ყოველდღიურ საქმიანობას. ამ ტექნიკის გამოყენება აადვილებს ჩვენს ცხოვრებას, გვაძლევს კომფორტს და ამცირებს იმ დროს, რომელსაც ვხარჯავთ ყოველდღიური დავალებების შესრულებაში.

თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ რჩეული ტექნიკის მაღაზიაში უმაღლესი ხარისხის, რჩეული ბრენდების საყოფაცხოვრებო ტექნიკა: ტელევიზორები, მაცივრები, სარეცხი მანქანები, ჭურჭლის სარეცხი მანქანები, გაზქურები, მიკროტალღური ღუმელები და კონდიციონერები.

დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ ძირითად საყოფაცხოვრებო ტექნიკებს, რომლებიც ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ასევე ვისაუბრებთ თუ რა უპირატესობები აქვს გ ტექნიკის შეძენას და გამოყენებას.  

ტელევიზორები  – ტელევიზორის შეძენისას აუცილებლად უნდა გაეცნოთ მის ძირითად მახასიათებლებს და ფუნქციებს, ეს გაგიმარტივებთ შერჩევის პროცესს. რჩეულის ონლაინ მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ ახალი და მეორადი საუკეთესო 4K, ანდროიდსმარტ ტელევიზორები ყველაზე იაფადფასდაკლებით და განვადებით. სმარტ ტელევიზორებს აქვთ ინტერნეტთან დაკავშირების შესაძლებლობა და უმეტესობას აქვს აპები ძირითადი სტრიმინგის სერვისებისთვის, როგორიცაა Netflix და YouTube, პლუს შეთავაზებები ძირითადი სატელევიზიო ქსელებისთვის და სხვა სერვისებისთვის. პირველი რიგში ყურადეღება მიაქციეთ ტელევიზორის ზომას, გამოსახულების ხარისხს და ფერებს, ხმის დონეს და სხვა ძირითად მახასიათებლებს.

ჭკვიანი ტელევიზორების უმეტესობა გვთავაზობს სტრიმინგ ტელევიზორს და ფილმებს ისეთ სერვისებზე, როგორიცაა Netflix და Amazon Video, სატელევიზიო აპლიკაციები, როგორიცაა BBC iPlayer და სოციალური ქსელების საიტები, როგორიცაა Facebook და Twitter. ასევე საშუალებას გაძლევთ 

  • შეუფერხებლად დაასინქრონეთ თქვენი სმარტფონი, Skype, Facebook, Netflix და მრავალი სხვა ღილაკის დაჭერით.
  • სმარტ ტელევიზორები მარტივი გამოსაყენებელია.
  • სმარტ ტელევიზორში ჩაშენებული ბრაუზერი საშუალებას გაძლევთ შეხვიდეთ ინტერნეტში.
  • უსადენოდ გადაიტანოთ ვიდეო, მუსიკა და სურათები თქვენი ტელეფონიდან, ტაბლეტიდან ან ლეპტოპიდან პირდაპირ ტელევიზორში.
  • მკვეთრი ფერები და მკაფიო გამოსახულება.

სარეცხი მანქანები

სარეცხი მანქანა არის მოწყობილობა, რომელიც გაგიმარტივებთ საყოფაცხოვრებო საქმიანობის პროცესს. მისი შეძენა გრძელვადიან ინვესტიციას წარმოადგენს, შესაბამისად აუცილებელია შეიძინოთ სანდო ბრენდის სარეცხი მანქანა, რათა დარწმუნებული იყოთ მის ხარისხსა და სანდოობაში.

აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორებია: რამდენად ენერგოეფექტურია თქვენს მიერ შერჩეული სარეცხი მანქანა, რა ფუნქციონალს და ტევადობას გთავაზობთ ის, ასევე საყურადღებოა ზომა.

  • სარეცხი მანქანები ზოგავს წყალს და ენერგიას
  • გთავაზობთ სხვადასხვა რეცხვის ციკლს
  • გააჩნია მრავალფეროვანი ფუნქციონალი

 

ჭურჭლის სარეცხი მანქანები

დღევანდელ ბაზარზე ჭურჭლის სარეცხი მანქანის უამრავი ვარიანტი გვხვდება. ეცადეთ მაქსიმალურად გონივრულად შეარჩიოთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული ტექნიკა.

ჭურჭლის სარეცხი მანქანის გამოყენებით თქვენ დაზოგავთ უამრავ დროს ენერგიას, ამიტომ შეარჩიეთ ისეთი ტექნიკა, რომელსაც ექნება მრავალფეროვანი ფუნქციონალი. გაითვალისწინეთ თუ რამდენად ენერგოეფექტურია თქვენს მიერ შერჩეული მოდელი, აქვს თუ არა ავტომატური წმენდის და დელიკატური რეცხვის ფუნქცია.

  • დაზოგავთ დროს და ენერგიას.
  • მიიღებთ უფრო მეტად სუფთა ჭურჭელს.
  • გააუმჯობესებს სამზარეულოს დიზაინს.

გაზქურები

როგორც წესი, გაზქურა ყველა სამზარეულოს მთავარ ნაწილს წარმოადგენს. თუ გიწევთ ხშირი მზადება და თქვენთვის მნიშვნელოვანია დროის დაზოგვა მაშინ კლასიკური გაზქურის ვარიანტი იდეალურია თქვენთვის.

ის გთავაზობთ ტემპერატურის მარტივ კონტროლს, სწრაფ მომზადებას, ენერგოეფექტურობას და გამძლეობას.

  • თქვენ შეგიძლიათ სითბოს მყისიერი კონტროლი მზადების პროცესში.
  • ტემპერატურის კონტროლი გაცილებით ადვილია.
  • გაზქურის გაწმენდა უფრო მარტივია.
  • გაზქურა თბება უფრო სწრაფად.

მაცივრები

რჩეულის ვებ-საიტზე დაგხვდება მაცირების ფართო არჩევანი, საიდანაც შეძლებთ თქვენთვის შესაფერისი მოდელის შერჩევას. მაცივრების მთავარი უპირატესობა საკვები პროდუქტების შენახვა და გაფუჭების ხელშეშლის პროცესია. დღევანდელ ბაზარზე არსებული მაცივრები გამოირჩევიან მრავალფეროვნებით. სწორედ ამიტომ, მომხმარებელს აქვს საშუალება შეარჩიოს მაქსიმალურად მისთვის მისაღები პროდუქცია.

 

  • შესაძლებელია მორგება- თქვენ შეგიძლიათ მოარგოთ თქვენს საჭიროებებს.
  • მრავალფეროვნება- ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან ტევადობით, ფორმებით, გარეგნობით, დიზაინით და ფასებით.
  • ეკონომიურად ეფექტური- მაცივრები ერთ-ერთია იმ საყოფაცხოვრებო ტექნიკას შორის, რომელიც ძალიან ეფექტურია.
  • გაგრილება- მაცივრები უზრუნველყოფენ გაგრილებას, რაც აუცილებელია თქვენი საკვების სუფთა და უსაფრთხოდ შენახვისთვის.
  • საკვების შენახვა- ხელს უშლიან საკვების გაფუჭებას და საშუალებას გაძლევენ შეინახოთ ნებისმიერი ტიპის პროდუქცია.

 

არ დაგავიწყდეთ, რომ რჩეული ტექნიკის ონლაინ მაღაზია მუდმივად გთავაზობთ აქციებს სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციაზე, ასევე შეგძლიათ შეიძინოთ ნივთი საბანკო განვადებით, წინასწარი შენატანის გარეშე, 1-3 წლამდე გარანტიით და ისარგებლოთ უფასო საკურიერო მომსახურებით.

 

 

(R)