1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ზვიად ხაჩიძე მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონია
ზვიად ხაჩიძე მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონია

ზვიად ხაჩიძე მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონია

162
0

ფინეთში, ქალაქ ლაუკაში, მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციის (IFA) ფორმატში, ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც, სხვადასხვა წონით კატეგორიაში, მსოფლიოს 17 ქვეყნის ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, 13 სპორტსმენს შორის, იყო ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი, ზვიად ხაჩიძე, რომელიც, სამშობლოში, 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედლით დაბრუნდა.

აღნიშნული ჩემპიონატი 2019 წელს დაარსდა და მასში, ქართველი სპორტსმენები, ყოველ წელს, წარმატებით ასპარეზობენ. ჩვენი ქვეყნის ნაკრებმა, წელს, ევროპის ჩემპიონატი, 18 მედლით დაასრულა. ქართველმა სპორტსმენებმა, სხვადასხვა წონით კატეგორიაში, მარჯვენა და მარცხენა მკლავით ორთაბრძოლაში, 10 ოქრო , 6 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვეს. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანს, ზვიად ხაჩიძეს ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულის ტიტულს და მას, კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებს.

ევროპის ჩემპიონი ვეტერანი, ზვიად ხაჩიძე, ემზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში, მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში ჩატარდება. ვიმედოვნებთ, ჩვენი სახელოვანი სპორტსმენი, მალაიზიიდანაც გამარჯვებული დაგვიბრუნდება.