1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ზელენსკის ბოლო ამოსუნთქვა? უკრაინის პრეზიდენტს ფსონი ბოლო კარტზე აქვს დადებული – Lidovky
ზელენსკის ბოლო ამოსუნთქვა? უკრაინის პრეზიდენტს ფსონი ბოლო კარტზე აქვს დადებული – Lidovky

ზელენსკის ბოლო ამოსუნთქვა? უკრაინის პრეზიდენტს ფსონი ბოლო კარტზე აქვს დადებული – Lidovky

1.09K
0

ჩეხეთის უძველესი გაზეთი „ლიდოვკი“ (Lido – იბეჭდება ქალაქ ბრნოში 1920 წლიდან), აქვეყნებს სტატიას სათაურით „ზელენსკის ბოლო ამოსუნთქვა? უკრაინის პრეზიდენტს ფსონი ბოლო კარტზე აქვს დადებული“ (ავტორი – პაველ კაპეცკი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ლიდერების ბაგეთაგან კიევის მხარდაჭერის სიტყვები ისმის, უკრაინისა და მისი პრეზიდენტისათვის სიტუაცია ყოველდღიურად უარესდება. ვოლოდიმირ ზელენსკის ფსონი აქვს დადებული ბოლო კარტზე – უცნაურ „გამარჯვების გეგმაზე“, რომლითაც იგი ცდილობს ნატო რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში ჩააბას.

უკრაინა, რომელიც მთლიანად არის დამოკიდებული დასავლურ სამხედრო და ფინანსურ „გადასხმებზე“, სულ უფრო ღრმად ეფლობა პრობლემებში. კიევი ომს აგებს თითქმის ყველა ფონტზე და გამარჯვების ყოველგვარი იმედი აქცს წართმეული (პატიოსნად თუ ვიტყვით, მას რუსეთზე გამარჯვების შანსები არ ადრე არ ჰქონია).

თუმცა აშკარაა, რომ როგორც კი ევროპის უდიდესი შეიარაღებული კონფლიქტი (1945 წლიდან) დასრულდება, ზოგიერთი პოლიტიკოსი და მასტან დაახლოებული საინფორმაციო საშუალება პირდაპირ დაიწყებენ დარწმუნებას, რომ უკრაინას და ვოლოდიმის ზელენსკის სინამდვილეში – დე-ფაქტო – ომი არ წაუგიათ. მათ ომში გაიმარჯვეს, ომი მოიგეს – იმიტომ, რომ გადაარჩინეს ბალტიისპირეთი, პოლონეთი, ჩეხეთი და ღმერთმა იცის კიდევ ვინ რუსეთის დარტყმებისაგან და ახალი ჰიტლერისაგან.

ომის საშინელებანი… და უსიამოვნო პერსპექტივა

არადა, უკრაინელები ყოვედღიურად გრძნობენ ომის საშინელებას, ომის სასიკვდილო სუნს. რა თქმა უნდა, ამ მდგომარეობას ხედავენ კიევის მხარდამჭერი ქვეყნებიც… მაგრამ ყველაზე დიდი საშინელებ ისაა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი გარემოცვა ცდილობს გეგმის რეალიზაცია განახორციელოს და ნატო ომში ჩააბას.

ასეა თუ ისე, ომის გრძელდება; ერთი მხრივ, რუსეტს, მეორე მხრივ კი უკრაინასა და მის მოკავშირეებს შორის. რასაკვირველია, მოკავშირეები თავიანთი ჯარისკაცებით უშუალოდ არ მონაწილეობენ დონბასის ველებზე და სამხრეთის სტეპებში მიმდინარე ბრძოლებში, მაგრამ მაინც. ომმა ასობით ათასი ადამიანი იმსხვერპლა და დაასახიჩრა, მილიონობით ლტოლვილად გადააქცია და კიდევ იმსხვერპლებს, სანამ არ დასრულდება. იღბალი იქნება, თუ ის მომავალ წელს დამთავრდება (ასე ამბობენ, მაგრამ ვინ იცის?). გავიხსენოთ სტამბოლის მოლაპარაკება, როცა იყო დაზავების რეალური შესაძლებლობა, მაგრამ შანსი ხელიდან იქნა გაშვებული დღეს უკვე ცნობილი მიზეზების გამო.

სრულიად მოსალოდნელია სიტუაცია სხვაგვარად ჩამოყალიბდეს: ყველა დაკავებული ტერიტორია რუსეთს დარჩება. უკრაინის დანარჩენ ნაწილზე, რომელიც შედგება დანგრეული ეკონომიკისაგან, სანახევროდ დაცარიელებული ქალაქებისაგან (მილიონობით უკრაინელი საზღვარგარეთაა გაქცეული ლტოლვილის სტატუსით) და ომის სხვა შედეგებით, გადაიქცევა ბუფერად მძლავრ ბლოკებს შორის. არანაირ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლაზე ლაპარაკი არ იქნება (ვოლოდიმირ ზელენსკის ნატოში გაწევრიანებაზე ახლაც უარს უცხადებენ და მერე ხომ მიღებაზე საერთოდ ლაპარაკს აუკრძალავენ!) – ომი ხომ სწორედ უკრაინული ელიტის გარკვეული ნაწილის ნატოში შესვლის სურვილის გამო დაიწყო.

უკრაინა როგორიც ის არის

ამჟამად უკრაინაში დემოკრატიული პრინციპები ირღვევა. გაბატონებულია კორუფცია, რასაც ვერ შველის დაჭერები და დაპატიმრებები. ჯარში გასაწვევი პუნქტების თანამშრომლები არაფერს არ თაკილობენ და ქრთამს პერმანენტულად იღებენ გენროკურატურის სტრუქტურებში ისინი აღმოჩნდნენ მექრთამეები, ვინ კორუფციას უნდა ებრძოლოს.

უკრაინის არმია უაზროდ შეიჭრა რუსეთის კურსკის ოლქში. თავდაპირველად თითქოსდა საამაყო იყო და მორალური სულისკვეთება ამაღლდა, მაგრამ ახლა იგივე სულისკვეთება უფრო დაცემულია, ვიდრე შეჭრამდე იყო. იმიტომ, რომ კურსკის ოლქში შეჭრამ იმედები არ გაამართლა და კიდევ უფრო მეტი მსხვერპლი გამოიწვია, კიდევ უფრო მეტი რესურსები დაიხარჯა და ეს იმ დროს, როცა უკრაინის ქვედანაყოფები დონბასში სისხლისაგან იცლებიან, ჭურვები არ ჰყოფნით და უკან იხევენ. რა მოიგო უკრაინამ კურსკის ოპერაციით?

ვოლოდიმირ ზელენსკი სულ უფრო ნაკლებად არის პოპულარული თანამოქალაქეებს შორის. ყველაზე ავტორიტეტული დასავლური მასობრივი ინფორლაციის საშუალებები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ პრეზიდენტი რეალობისაგან მოწყვეტილია. მისი „ძლევამოსილი გამარჯვების გეგმა“’ უკვე არაფერს არ იწვევს, გაკვირვებისა და დაცინვის გარდა – მათ რიგებშიც კი, რომლებიც (მაგალითად, ამერიკელი კონგრესმენები და ევროპელი პარლამენტარები) ვოლოდიმირ ზელენსკის ფეხზე მდგომნი ესალმებოდნენ, ოვაციით და ხმამაღალი მხარდამჭერი შეძახილებით.

ზელენსკი როგორც სააკაშვილი

ამიტომაც, ალბათ, უპრიანი იქნება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შევადაროთ, რომელიც ამჟამად მშობლიურ ქვეყანაში სასჯელს იხდის. ახირებული და უცნაური კავკასიელი ექს-პრეზიდენტი, რომელმაც, ყველამ იცის, რომ უმეტესად იმით განიდიდა საკუთარი თავი, რომ ჰალსტუხს ღეჭავდა. თუმცა, სხვა ყველაფერზე რომ თვალი დავხუჭოთ, მისი ყველაზე დიდი „საქმენი საგმირონია“ „ლომის წილის“ შეტანა ქართულ-რუსულ უაზრო ომში და მისი სურვილი – პოლიტიკური კარიერა უკრაინაში გაეგრძელებინა.

გარკვეული დროის წინ დასავლური მეინსტრიმიც გვთავაზობდა და წარმოგვიდგენდა მიხეილ სააკაშვილს როგორც თავისუფლებისა და სახალხო ხელისუფლებისათვის მტკიცე მებრძოლს და მისი მმართველობის საეჭვო მეთოდებზე ბრიუსელიც და ვაშინგტონიც თვალს ხუჭავდა. მაგრამ იგი საკუთარ პატრონებს მხრებზე სულ უფრო მძიმე ტვირთად აწვებოდა… და ბოლოს მიიღო ის, რაც მიიღო. როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილს დიდი ხნის განმავლობაში ვერ აცნობიერებდა – ისევე როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი – რომ პოლიტიკაში დაპირებები არაფერს არ ნისნავს და რომ იგი „არჩეული“ კი არ არის, არამედ მხოლოდ პატარა მარიონეტი დიდი და ძლიერი მოთამაშეების ულმობელ თამაშში. ისინი კი მზად არიან ისევ და ისევ იბრძოლონ მსოფლიოში გავლენისათვის.

წყარო