1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ზელენსკი: როგორც ჩანს, რუსეთი ახლა უფრო მეტად არის განწყობილი ცეცხლის შეწყვეტისადმი – მათზე ზეწოლა მუშაობს
ზელენსკი: როგორც ჩანს, რუსეთი ახლა უფრო მეტად არის განწყობილი ცეცხლის შეწყვეტისადმი – მათზე ზეწოლა მუშაობს

ზელენსკი: როგორც ჩანს, რუსეთი ახლა უფრო მეტად არის განწყობილი ცეცხლის შეწყვეტისადმი – მათზე ზეწოლა მუშაობს

102
0

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპთან და ევროპელ პარტნიორებთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი ახლა უფრო მეტად არის განწყობილი ცეცხლის შეწყვეტისადმი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„ჩვენ განვიხილეთ ის, რაც მოსკოვში [პუტინი-უიტკოფის შეზვედრაზე] გაჟღერდა. როგორც ჩანს, რუსეთი ახლა უფრო მეტად არის განწყობილი ცეცხლის შეწყვეტისადმი. მათზე ზეწოლა მუშაობს, მაგრამ მთავარია, რომ დეტალებში არ მოგვატყუონ, არც ჩვენ და არც აშშ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, უკრაინამ შესთავაზა, რომ უახლოეს დროში უკრაინისა და მისი პარტნიორების ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებმა მოლაპარაკებები გამართონ საერთო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად.