1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი რომ საკითხი ასე დადგებოდა, ღიად და უტიფრად – ევროპა = ნაცებს!”- რუსუდან შარაძე
“ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი რომ საკითხი ასე დადგებოდა, ღიად და უტიფრად – ევროპა = ნაცებს!”- რუსუდან შარაძე

“ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი რომ საკითხი ასე დადგებოდა, ღიად და უტიფრად – ევროპა = ნაცებს!”- რუსუდან შარაძე

480
0

„ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი რომ საკითხი ასე დადგებოდა, ღიად და უტიფრად – ევროპა = ნაცებს!.. დავანებოთ თავი, რა გასჭირვებია თავად ევროპას და იმასაც დავანებოთ თავი, რა ჰგონია ევროპა ქართველთა გარკვეულ ნაწილს. ფაქტებზე და მწარე რეალობაზე ვიმსჯელოთ ზრდასრულმა ადამიანებმა, ინფანტილურები და ბიძინაზე პირადი ბოღმით ჭკუაარეულები ნუ გამომეხმაურებით. ეს თქვენ გგონიათ, რომ ინიღბებით და სხვა ვერ ხვდება, რა გამოძრავებთ.“- წერს სოციალურ ქსელში  რუსდან შარაძე.

  

„ნაცები არ მალავენ, რომ ერთადერთი, რაც უშველით, ქუჩაში სპონტანურად გამოვარდნილი ხალხია. განსაკუთრებით, ახალგაზრდების იმედი აქვთ. უბედურების დატრიალების მეტი რა შეუძლიათ, ხოლო მერე უკვე ელჩები და ევროპარლამენტარები ჩადგებიან და მოხდება ის, რაზეც  ოცნებობენ – შინ დაბრუნდებიან, ხელისუფლებაში, ხოლო ქართველებს კიდევ უფრო ამოწყვეტენ, ვიდრე 2004-2012 წლებში.”

ყველაფრის შემდეგ, რაც გამოვიარეთ, კიდევ რა შეიძლება გახდეს ხალხის ერთი ნაწილის ქუჩაში გამოვარდნის, ხოლო მეორე ნაწილის დამუნათებისა და ენის პირში ჩაგდების მიზეზი? ჩემი აზრით, ეს ვიზალიბერალიზაციის გაუქმების მუქარა იქნება და აქა-იქ, უკვე გაისმის ამაზე მოწოდებები, ხოლო შემოდგომიდან, ალბათ დაუფარავად იტყვიან.

 ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი რომ საკითხი ასე დადგებოდა, ღიად და უტიფრად – ევროპა = ნაცებს!.. დავანებოთ თავი, რა გასჭირვებია თავად ევროპას და იმასაც დავანებოთ თავი, რა ჰგონია ევროპა ქართველთა გარკვეულ ნაწილს. ფაქტებზე და მწარე რეალობაზე ვიმსჯელოთ ზრდასრულმა ადამიანებმა, ინფანტილურები და ბიძინაზე პირადი ბოღმით ჭკუაარეულები ნუ გამომეხმაურებით. ეს თქვენ გგონიათ, რომ ინიღბებით და სხვა ვერ ხვდება, რა გამოძრავებთ.

ჩემი აზრით, კოაბიტაციამ კი არ დაგვღუპა, არამედ, დამოკიდებულებამ, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ბიძინა ივანიშვილმა გამოავლინა (თორემ გაუგებ კაცს, რომ მსოფლიო ავალებს) – მიშა და ცოცხები ხომ მოგაშორეთ, ჰოდა გეყოთ, მეტი ნუ მოგინდებათო და  მეორე, კიდევ უფრო დამამცირებელი –  ჩემს იქით გზა მაინც არა გაქვთ, მიშა მოვა და შეგჭამთო. ასეთი დამოკიდებულება ასიათასობით გაუბედურებული, სამართლის მაძიებელი და სულში ჩაფურთხებული ადამიანის მიმართ კი არა, ელემენტარულად, მეგობრებში და ოჯახშიც არ მთავრდება კარგად. ახლა წარმოიდგინეთ, ცხოვრებადანგრეული, ნაწამები, ამოწყვეტილი კაცის გულში რა ხდება. თან რომ ხედავ, შენი დამქცევი ესათუის ზონდერი არათუ ციხეშია, წინაურდება და წინაურდება. თუმცა, მიაწყდები-მოაწყდები და მართლაც, არ გაქვს სხვა გზა. ამან გადასარევად იმუშავა და ათი წელი ,,ოცნებისთვის“ არხეინადაც გავიდა, თორემ იმ კოაბიტაციის თავზე მომხვევი, ალბათ ოცნებაშიც ვერ  წარმოიდგენდა, რომ ადეიშვილის, მერაბიშვილის, ახალაიას ხელისბიჭები და გოგოები ხელისუფლებაში პარლამენტარებად, მინისტრებად და ა.შ. მოგვევლინებოდნენ. 

წარსულს ვერ შევცვლით, ახლა მთავარია აწმყო და მომავალი. რა იქნება, არავინ იცის…-“ წერს სოციალურ ქსელში რუსუდან შარაძე.