1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ” ყველას გეპატიჟებით 31 დეკემბერს ევროპის მოედანზე, გალა-კონცერტზე”-კახა კალაძე
” ყველას გეპატიჟებით 31 დეკემბერს ევროპის მოედანზე, გალა-კონცერტზე”-კახა კალაძე

” ყველას გეპატიჟებით 31 დეკემბერს ევროპის მოედანზე, გალა-კონცერტზე”-კახა კალაძე

157
0

ყველას გეპატიჟებით 31 დეკემბერს ევროპის მოედანზე, გალა-კონცერტზე, ასევე გვაქვს ულამაზესი საახალწლო სოფელიც, რომელსაც რუსეთთან და რუსულთან არანაირი კავშირი არ აქვს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, საახალწლოდ მორთულ თბილისში, სხვადასხვა ადგილზე უამრავი ღონისძიება გაიმართება.

„მინდა, ადგილობრივი მოსახლეობა, თუ თბილისის სტუმარი მოვიწვიო საახალწლო გალა-კონცერტზე, რომელიც გაიმართება 31 დეკემბერს, ევროპის მოედანზე, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე, 23:30 საათზე. გეპატიჟებით ყველას. მე პირადად ადგილზე ვიქნები და რა თქმა უნდა, მექნება შესაძლებლობა, რომ თქვენთან ერთად შევხვდე ახალ 2023 წელს. ასე რომ, მობრძანდით. საახალწლოდ მორთული ჩვენი დედაქალაქი ულამაზესია. გვაქვს ასევე საახალწლო სოფელი, რომელიც ულამაზესია და რომელსაც რუსეთთან და რუსულთან საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს. უამრავი ჩვენი მოქალაქე იკრიბება ყოველ საღამოს, უამრავი პატარა, ახალგაზრდა ერთობა და ძალიან სასიამოვნო განწყობაა. ძალიან მიხარია, რომ ამდენი ადამიანი სარგებლობს აღნიშნული სივრცით. რა თქმა უნდა, მივესალმებით აღნიშნულ ღონისძიებებს, რომელიც ყოველდღიურად იმართება. მინდა აღვნიშნო, რომ პატარებისთვის არის სხვადასხვა თეატრალური წარმოდგენები, კონცერტები, ასევე კაფეები, ბარები, ასე რომ, მობრძანდით საახალწლო სოფელშიც და რა თქმა უნდა, 31-ში ყველას გელოდებით საახალწლო გალა-კონცერტზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.