1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 30 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

30 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

30 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
198
0

ვერძი

ეს დღე ჩაივლის დევიზით – „მე თვითონ!“. საკუთარ თავში უზარმაზარ ძალას და უსაზღვრო თავდაჯერებას გრძნობთ. ეს საშუალებას მოგცემთ, რომ ნებისმიერ დავალებას თავი გაართვათ და საპირისპირო სქესის ნებისმიერი წარმომადგენელი მოხიბლოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თქვენი ეგოისტური თვისებებით სხვების გრძნობები და სიამაყე არ შელახოთ.

კურო

ამ დღეს თავი საინტერესო და არასტანდარტული იდეებით სავსე გაქვთ. რამე რომ არ დაგავიწყდეთ, გირჩევთ ფურცელი და კალამი ჯიბეში ჩაიდოთ და ყველაფერი ჩაიწეროთ – ოდესმე ეს იდეები აუცილებლად გამოადგებათ. მთავარია საკუთარ ფანტაზიას ხელოვნური ბარიერები არ დაუყენოთ.

ტყუპები

ვარსკვლავები შეგახსენებენ, რომ წარმატების მისაღწევად დროდადრო საზღვრებს უნდა გასცდეთ და საკუთარ ოცნებებს მიჰყვეთ. ეს დღე იდეალურია მომავალზე ოცნებებისა და ყველაზე უჩვეულო, თუნდაც ფანტასტიკური სვლების შესასრულებლად. გავა დრო და ამ დაუჯერებელი იდეებიდან რამდენიმეს განხორციელებას შეძლებთ.

კირჩხიბი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ყოველდღიური რუტინის მოჯადოებული წრიდან გამოხვიდეთ და რაღაც სრულიად ახალი და უჩვეულო გააკეთოთ. ამ დღეს თქვენი ნებისმიერი წამოწყება წარმატებული იქნება დ სულ ერთია, ეს თმის ახალი ვარცხნილობა იქნება თუ სამსახურისკენ მიმავალი მარშრუტის შეცვლა. ექსპერიმენტებით კირჩხიბს ბევრის მიღწევა შეუძლია, ამიტომ დროა იმოქმედოთ.

ლომი

ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ საინტერესო ადამიანი გაიცნობთ, რომელიც თქვენს მომავალ ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის. გამორიცხული არ არის, რომ ეს ნაცნობობა რომანტიკული აღმოჩნდეს, თუმცა უყურადღებოდ არც მეგობრულიც და საქმიანი ურთიერთობა უნდა დატოვოთ. ეს ძალიან სასარგებლო კავშირია და შეიძლება თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.

ქალწული

ამ დღეს ნებისმიერი ადამიანის ყურადღებას მიიქცევთ. ეს როგორც რომანტიკულ, ისე საქმიან ურთიერთობებს ეხება. დილიდან ენერგიის მოზღვავებას გრძნობთ, რაც რატომღაც გამომწვევად მოქმედებას გაიძულებთ. გასაკვირი არ არის, რომ ეს ბევრს არ მოსწონს, ამიტომ სავარაუდოდ, კონფლიქტი გელით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ენერგია სიყვარულზე და არა ჩხუბზე დახარჯოთ.

სასწორები

ემოციებით სავსე დღეა, როდესაც თქვენი ინტუიცია წარმოუდგენელ სიმაღლეებს მიაღწევს! გადაწყვეტილებას არა გონებით, არამედ გულით იღებთ, თუნდაც საქმე სამსახურს ეხებოდეს. ინტუიცია შეცდომებისგან დაგიცავთ და სწორ გზას გიჩვენებთ იქ, სადაც ინფორმაცია, გამოცდილება ან ცოდნა გაკლიათ.

მორიელი

ამ დღეს გამადიდებელი სათვალის წყალობით, განწყობილი ხართ, რომ ყველაფერი გააზვიადოთ – კარგიც და ცუდიც! თქვენთვის ადამიანები და მოვლენები შავ და თეთრ ფერებად გაიყოფა – რაღაცას გააიდეალებთ და რაღაცას პირიქით, კრიტიკის ქარცეცხლში გაატარებთ. სხვათა შორის, ეს ახლობელ ადამიანებსაც ეხებათ, რომლებსაც თქვენგან ბევრი საყვედურის მოსმენა მოუწევთ. სამაგიეროდ, „გამადიდებელი სათვალის“ წყალობით შეიძლება ისიც შენიშნოთ, რასაც ადრე ვერ ხედავდით.

მშვილდოსანი

ოპტიმიზმი და ენერგიულობა თქვენს ცხოვრებას ნათელი ფერებით ავსებს, თუნდაც ამ დღის მოვლენები მას ამისთვის არ განგაწყობდეთ. ამ დღეს გარშემო მყოფი ნებისმიერი ადამიანის გამხიარულებას შეძლებთ და საკმაოდ მნიშვნელოვანი და გავლენიანი ადამიანების ყურადღებას მიიქცევთ.

თხის რქა

ენერგიით სავსე ხართ, რაც სასურველია, რომ სახლისა და ცხოვრების კეთილმოწყობისკენ მიმართოთ. ისეთ საქმეშიც კი, როგორიცაა სახლის დალაგება ან სადილის გაკეთება, საოცარ შემოქმედებით უნარებს ავლენთ და გარშემო მყოფებს აღაფრთოვანებთ.

მერწყული

ამ დღეს შექმნილი სიტუაცია მოდუნებისა და მოწყენის საშუალებას არ მოგცემთ! ვარსკვლავები გპირდებიან, რომ ყოველდღიური რუტინიდან გამოსვლას შეძლებთ, თუმცა გაურკვეველია, ამას დამოუკიდებლად შეძლებთ თუ ვიღაც დაგეხმარებათ. ეცადეთ ეს დღე რაღაც ახლისა და საინტერესოს სანახვად გამოიყენოთ. ეს არა მარტო სასიამოვნო, არამედ სასარგებლოც იქნება, რაც საშუალებას მოგცემთ ნაცნობ ნივთებს ახალი კუთხიდან შეხედოთ.

თევზები

სავარაუდოდ, დაუგეგმავი ფინანსური ხარჯები გელით, ამიტომ ეცადეთ სპონტანურ და უსარგებლო შესყიდვებს მოერიდოთ. შოპინგის დროს ლოგიკის ნაცვლად, ინტუიციით ხელმძღვანელობთ, მაგრამ მხოლოდ ინტუიციაზე დაყრდნობა არ ღირს – უმჯობესია, თავი დაიზღვიოთ და შოპინგისთვის მკაცრი ლიმიტი დააწესოთ.