1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ყალბი 100-ლარიანების დამზადება- გასაღების ბრალდებით 3 პირი დააკავეს
ყალბი 100-ლარიანების დამზადება- გასაღების ბრალდებით 3 პირი დააკავეს

ყალბი 100-ლარიანების დამზადება- გასაღების ბრალდებით 3 პირი დააკავეს

453
0

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე პასუხისგებაში მისცეს სამი პირი, რომელთაგან ერთი დაკავებულია.

„გამოძიებით დადგინდა, რომ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულები სისტემატურად ამზადებდნენ 100-ლარიანი ნომინალის ყალბ კუპიურებს, რომელსაც შემდგომ ასაღებდნენ საქართველოს მასშტაბით სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულ იქნა 11 800 ლარის ოდენობის 118-ცალი ყალბი 100-ლარიანი კუპიურა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10-წლამდე ვადით“, – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.