Wizz Air 770 000-ი ევროთი დააჯარიმეს
1.21K
0
უნგრეთის მარეგულირებელმა ავიაკომპანია Wizz Air 770 000 ევროთი დააჯარიმა. მიზეზად მომხმარებლის მიმართ არაკეთილსინდისიერი და არასამართლიანი მოპყრობა დასახელდა.
უნგრულმა ანტიმონოპოლიურმა მარეგულირებელმა GVN-მა აღმოაჩინა, რომ Wizz Air არასრულფასოვნად აღწერს ავტომატური რეგისტრაციის (Check-in) სერვისს. ავიაკომპანია კლიენტებს უფრო ძვირი სერვისის პაკეტებს სთავაზობს, იმის გათვალისწინებით, რომ ზოგი დამატებითი სერვისის შეძენა ცალკეა შესაძლებელი, რის შესახებ მომხმარებლის საკმარისად ინფორმირება არ ხდება.
ავიაკომპანიამ საპასუხოდ მარეგულირებლის დასკვნას უსაფუძვლო და “მომხმარებლის ინტერესების არაშესაბამისი” უწოდა. კომპანიის თქმით, ის მზადაა ბილეთების ყიდვისა და მომდევნო პროცედურების საჭიროებისამებრ დაკორექტირების პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღოს.