1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ვურჩევდი მისმა სამსახურებმა განუმარტონ, ვინ არის მოძალადე და მსხვერპლი” -ალუდა ღუდუშაური
“ვურჩევდი მისმა სამსახურებმა განუმარტონ, ვინ არის მოძალადე და მსხვერპლი” -ალუდა ღუდუშაური

“ვურჩევდი მისმა სამსახურებმა განუმარტონ, ვინ არის მოძალადე და მსხვერპლი” -ალუდა ღუდუშაური

213
0

” ვურჩევდი მისმა სამსახურებმა განუმარტონ, ვინ არის მოძალადე და მსხვერპლი – მტკიცებით ფორმაში გაკეთებული განცხადებებით შეიძლება დიდ უხერხულობაში ჩაიგდოს თავი,- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი  ალუდა ღუდუშაური განაცხადა,  პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას:  “ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, მოძალადეს აგულიანებს”.

მისივე თქმით, ძალადობა დასაგმობია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმემ თავს უფლება მისცეს ვინმე მოძალადედ ან მსხვერპლად გამოიყვანოს.

„რაც სასამართლოს დადგენილი აქვს, მას აქვს უკვე გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ მე მოვერიდებოდი როგორც ერთი მხრივ, ისე მეორე მხრივ უკვე გამოტანილი ვერდიქტებით საუბარს. საზოგადოების პოლარიზება ნებისმიერ საკითხში, მათ შორის, ამ საკითხშიც არის მიუღებელი. ხაზი მინდა გავუსვა, შესწავლის, მოკვლევის გარეშე, წინასწარ მტრებად და მოყვარეებად გამოცხადება არ მგონია იყოს სწორი. ვერდიქტი არ უნდა გამოვიტანოთ საზოგადოებაში სათანადო დასაბუთების და პროცედურების გარეშე.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, არ ვიცი, ვის გულისხმობდა როცა ამბობდა, გრცხვენოდეთო, მაგრამ არ მგონია მისგან ამას ვიმსახურებდეთ ჩვენ. მოვუწოდებდი, იყოს ყველას პრეზიდენტი, სუბიექტური მოსაზრებები ნაკლებად ჩართოს, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს საკითხი. შეიძლება სიტყვის შინაარსიდან გამომდინარე მას კარგად არც ჰქონდეს გააზრებული და ან უბრალოდ წამოცდენა იყოს, მაგრამ ის, რომ აპრიორი ადამიანი გამოაცხადო მოძალადედ, როცა მაღალი ინსტიტუციის წარმომადგენელი ხარ, ეს არის წარმოუდგენელი რამ.

ყველას აქვს უფლება სჯეროდეს, ან არ სჯეროდეს, მაგრამ ის, რომ ვერდიქტი გამოიტანო და გამოაცხადო (დამნაშავედ), ეს წარსულს ჩაბარდა. ძალადობას ემიჯნება ყველა, მეც და სხვა ჩემი კოლეგა იქნება თუ მეგობარი, არ მეგულება დედამიწის ზურგზე ადამიანი, ვინც ძალადობას არ ემიჯნებოდეს და რა მჭირს, ან ვინმეს რა ჭირს, რომ მან თქვას, რომ თურმე ჩვენი საქციელიდან გამომდინარე უნდა რცხვენოდეს. არის ხოლმე მთელი რიგი საკითხები, მაგალითად იყო კონსტიტუციაში შეჭრა – გამოჭრის საკითხები და შეიძლება მას ამ საკითხზეც ბუნდოვანება ჰქონდეს, ვურჩევდი მისმა სამსახურებმა, შესაბამისმა პირებმა განუმარტონ ვინ არის მოძალადე, მსხვერპლი, მტკიცებით ფორმაში გაკეთებული განცხადებებით შეიძლება დიდ უხერხულობაში ჩაიგდოს თავი,”- განაცხადა ღუდუშაურმა.

 საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქალთა ძალადობის კუთხით ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას და აღნიშნულის “სხვადასხვა ფორმით გამართლებას” შემაშფოთებელი უწოდა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, „ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, თუნდაც სიტყვიერად, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლს ამით განმეორებით ეძალადება“.

„ეს ჩვენ ქვეყანას არ ეკადრება. უნდა გრცხვენოდეთ!“ , – განაცხადა ზურაბიშვილმა.