1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “დიდ პრობლემას შეგიქმნით ასეთი საუბრების გამოქვეყნება თავად თქვენ, ფაშისტებო!” – შალვა რამიშვილი
“დიდ პრობლემას შეგიქმნით ასეთი საუბრების გამოქვეყნება თავად თქვენ, ფაშისტებო!” – შალვა რამიშვილი

“დიდ პრობლემას შეგიქმნით ასეთი საუბრების გამოქვეყნება თავად თქვენ, ფაშისტებო!” – შალვა რამიშვილი

394
0

ტელეკომპანია POSTV-ის დირექტორი  შალვა რამიშვილი იმ ჩანაწერს ეხმაურება, რომლის მეშვეობითაც ის კომპანია “აიისას” დამფუძნებელმა, ანანია გაჩეჩილაძემ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. 

“დიდ პრობლემას შეგიქმნით ასეთი საუბრების გამოქვეყნება თავად თქვენ, ფაშისტებო. დღეს ბრბოს წყურვილი დააკმაყოფილეთ, მაგრამ ვერც კი ხვდებით, რომ ჯინი ამოუშვით ბოთლიდან. თქვენ რა… მხოლოდ პეპლებზე და ყვავილებზე საუბრობთ არასაჯაროდ? რა თქმა უნდა –  არა. ასეთ სიბინძურეს მიჩვეული ბრბო კიდევ მოგთხოვთ მსგავს სალაფავს. და გაიხსნება პანდორას ყუთივით თქვენი წარსულის კარადა. ამ კარადაში კი ძირითადად სულ თქვენი ჩონჩხები იმალება. აგერ სამხარაძეც ხო იქაა. მე ფეხებზე მკიდია თქვენი ეს კამპანია. ერთი კი ალალი ბოდიში მაქვს მოსახდელი ოჯახთან… თქვენს ჯოჯოხეთს კი დაველოდები “წმინდანებო”, ოღონდ მშვიდად… თან რომ საქმის კეთებას გავაგრძელებ ისე”, – წერს შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში.