1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ვწუხვარ, რომ ქართული რადიკალური პარტიების წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა, სტრასბურგისა თუ ბრიუსელის სხვადასხვა კორიდორში იარონ”- პაპუაშვილი
“ვწუხვარ, რომ ქართული რადიკალური პარტიების წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა, სტრასბურგისა თუ ბრიუსელის სხვადასხვა კორიდორში იარონ”- პაპუაშვილი

“ვწუხვარ, რომ ქართული რადიკალური პარტიების წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა, სტრასბურგისა თუ ბრიუსელის სხვადასხვა კორიდორში იარონ”- პაპუაშვილი

203
0

ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რადიკალური პარტიების წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა, სტრასბურგისა თუ ბრიუსელის სხვადასხვა კორიდორში იარონ და შეხვდნენ ევროპარლამენტის წევრებს, – ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „დროას“, „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ევროპაში ვიზიტს.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რადიკალური პარტიების წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა, სტრასბურგისა თუ ბრიუსელის სხვადასხვა კორიდორში იარონ და შეხვდნენ ევროპარლამენტის წევრებს. ამ დელეგაციაში ორი პარტია – „დროა“ და „გირჩი“ ოფიციალურად რადიკალები არიან. მათ პარლამენტის წევრის მანდატები დაყარეს. გარედან ყოველდღე მოუწოდებენ ოპოზიციას, რომ მათაც დაყარონ მანდატები. „დროას“ ლიდერი გამორჩეულია იმით, რომ ყოველ ორ კვირაში ერთხელ დეზინფორმაციულ ბრიფინგებს ატარებს და აბრალებს ქვეყანას სანქციების გვერდის ავლას და ყოველ ჯერზე დასტურდება, რომ ეს არის ტყუილი. როცა ამ ტყუილისა და რადიკალიზმის კულტივირებით დაკავებულ პარტიებს ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურაში ხვდებიან, ეს არის რადიკალიზმის წახალისება. ისინი საჯაროდაც ამბობენ, რაზე საუბრობენ იქ. ისინი მიდიან და ყველას ეუბნებიან, რომ საქართველოს ხელისუფლება არის ცუდი, ჩვენთან არის დიქტატურა, არაფერი ვარგა, მაგრამ ქართველი ხალხი არის კარგი, ამიტომ მოგვეცით სტატუსი. ეს ან არის აბსოლუტური მიამიტობა, ან არის პირდაპირი მავნებლობა. მე საკუთარი ქვეყნის ასეთი რეკლამირება არ გამიგია. როცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეცემა, ის მიეცემა საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც წარმოადგენს ქართველ ხალხს. ასე იქნება და არა სხვანაირად“, – აცხადებს პაპუაშვილი.