1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ვოლოდიმირ ზელენსკი რომში ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდა
ვოლოდიმირ ზელენსკი რომში ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკი რომში ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდა

222
0

უკრაინის პრეზიდენტი რომში შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს და სახელმწიფო მდივანს შეხვდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ჯეი დი ვენსმა და მარკო რუბიომ ბრძოლის ველზე არსებული ვითარება, რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება და სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შედეგები განიხილეს. შეხვედრის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.

„განვიხილეთ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები, სადაც რუსეთმა დაბალი დონის დელეგაცია გაგზავნა. მე კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ უკრაინა მზად არის ჩაერთოს რეალურ დიპლომატიაში და ხაზი გავუსვი სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მნიშვნელობას, რაც შეიძლება მალე. ასევე, შევეხეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების აუცილებლობას, ორმხრივ ვაჭრობას, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, საბრძოლო ველზე არსებულ ვითარებას და ტყვეების გაცვლის საკითხებს. რუსეთზე ზეწოლა აუცილებელია იქამდე, სანამ ისინი ომის შეჩერებას არ მოისურვებენ. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ჩვენს ერთობლივ ნაბიჯებზე სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“, – წერს ზელენსკი.

X-ზე შეხვედრას ვენსიც გამოეხმაურა.

„სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან ერთად პრეზიდენტ ზელენსკის შევხვდი. ჩვენი ქვეყნები იზიარებენ უკრაინაში სისხლისღვრის დასრულების მიზანს. განვიხილეთ განახლებული ინფორმაცია ცეცხლის შეწყვეტისა და ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები“, – დაწერა ვენსმა.

შეხვედრის მონაწილეები რომში პაპ ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას ესწრებოდნენ.