1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უნგრეთში გამართულ პლებისციტში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ მისცა ხმა
ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უნგრეთში გამართულ პლებისციტში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ მისცა ხმა

ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უნგრეთში გამართულ პლებისციტში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ მისცა ხმა

928
0

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უნგრეთში გამართულ პლებისციტში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ მისცა ხმა. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერი სოციალურ ქსელში წერს.

„ბრიუსელი და პარტია „ტიზა“ მხარს უჭერენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს გაანადგურებს უნგრეთის ეკონომიკას. მოდით, არ მივცეთ მათ საშუალება, გადაწყვიტონ ჩვენი მომავალი. მე უკვე გავაკეთე არჩევანი“, – წერს ორბანი.

ვიქტორ ორბანმა 5 მარტს დააანონსა, რომ აპირებს, გამოჰკითხოს უნგრელები, სურთ თუ არა მათ, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება.