ვინც ამბობს, რომ ევროკავშირის გაფართოების ანგარიში საქართველოს „პროგრესს აჩვენებს“, გულწრფელად გირჩევთ – ვარდისფერი სათვალე მოიხსენით, პროგრესი არ არის -ლიეტუვის ელჩი
456
0
მათთვის, ვინც ამბობს, რომ ევროკავშირის გაფართოების ბოლო ანგარიში საქართველოს „პროგრესს აჩვენებს“, გულწრფელად გირჩევთ – ვარდისფერი სათვალე მოიხსენით, – ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩი, დარიუს ვიტკაუსკასი X-ის პირად გვერდზე წერს.
მისი თქმით, პროგრესი არ არის.
„მათთვის, ვინც ამბობს, რომ ევროკავშირის გაფართოების ბოლო ანგარიში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე „პროგრესს აჩვენებს“, გულწრფელად გირჩევთ – „ვარდისფერი სათვალე მოიხსენით, როდესაც მას [ანგარიშს] კითხულობთ“. პროგრესი არ არის, ჩიხია, უწყვეტი ჩიხია, რეგრესი თუ არა,” – წერს ვიტკაუსკასი.