1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ვინ მოგცა უფლება, თანამდებობის პირზე თავდასხმა მოაწყო?! – გურამ მაჭარაშვილი ლაშა გაბიტაშვილზე 
ვინ მოგცა უფლება, თანამდებობის პირზე თავდასხმა მოაწყო?! – გურამ მაჭარაშვილი ლაშა გაბიტაშვილზე 

ვინ მოგცა უფლება, თანამდებობის პირზე თავდასხმა მოაწყო?! – გურამ მაჭარაშვილი ლაშა გაბიტაშვილზე 

576
0

როდესაც შენ პროვოცირებ, შეურაცხყოფას შენ აყენებ, შენ გაქვს ბულინგის მცდელობა, გამოდის, რომ შენ ამას ძალით იწვევ და შემდეგ გინდა, საზოგადოებას მსხვერპლად მოაჩვენო თავი – თუ იქნება ერთი ისეთი მაგალითი, როცა ადამიანს არც შეურაცხყოფა აქვს არავისთვის მიყენებული, არც ფიზიკური დაპირისპირება და თავდასხმა აბსოლუტურად უმიზეზოდ შეიძლება მოხდეს, – ეს განცხადება პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, ჟურნალისტებს დღევანდელ ინციდენტთან დაკავშირებით შეიძლება კითხვები ჰქონდეთ, მაგრამ „არც ერთხელ არ დაუგმიათ და არ უთქვამთ, რომ არ შეიძლება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს თავს დაესხა და აბულინგო ის“.

„ჩვენ კარგად ვხედავთ, საიდან მომდინარეობს რადიკალიზმი და აგრესია. ეს „ქართული ოცნების“ დეპუტატების თუ მათი ოჯახის წევრების მხრიდან არასდროს დაწყებულა. ვერ მოიტანთ ვერც ერთ მაგალითს, რომ დასაწყისი ჩვენი მხრიდან იყო!

შესაბამისად, როდესაც შენ ხარ პროვოცირების საგანი, როდესაც შენ პროვოცირებ, შეურაცხყოფას შენ აყენებ, შენ გაქვს ბულინგის მცდელობა, რა თქმა უნდა, სასურველი არ არის, რომ ეს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდოს, მაგრამ გამოდის, რომ შენ ამას ძალით იწვევ და შემდეგ გინდა, საზოგადოებას მსხვერპლად მოაჩვენო თავი.

როდესაც შენ ხდები მიზეზი და საშუალება რადიკალური კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელში, რომ როგორღაც პროვოცირება მოაწყო, ნუ მივცემთ საშუალებას ამ უცხოურ ძალას და მის აგენტურას, რომ მოხდეს პროვოცირება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პარლამენტის წევრი იმასაც ამბობს, რომ შესაბამისი უწყებები არსებობენ და მომხდარის მიზეზს ის გამოიძიებს.

„ყველაფერს გამოძიება დაადგენს, მაგრამ მე ამ პიროვნების არ მჯერა. როგორ შეიძლება იმ პიროვნების სიმართლე დაიჯერო, რომელიც უცხოეთში მიდის და ასე უაპელაციოდ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს ესხმის თავს, აწყობს ბულინგს, დემარშს და ათასგვარ უბედურებას.

ვინ მოგცა უფლება, რომ სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირზე თავდასხმა მოაწყო?! არ მოგწონს ეს ხელისუფლება?! – კი, ბატონო! შეგიძლია შენი განსხვავებული აზრი არჩევნებზეც და სოციალურ ქსელშიც გამოხატო და თუ რაიმე ტიპის შევიწროება მოხდება, ამაზე შეიძლება იყოს საუბარი”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც იანვარში, აბუ დაბის ერთ-ერთ სასტუმროში ფიზიკურად “ქართული ოცნების” დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე დაუპირისპირდნენ, აცხადებს, რომ დღეს დილით, თბილისში თავს სამი ნიღბიანი პირი დაესხა თავს.

ვიდეო მიმართვაში გაბიტაშვილი ამბობს, რომ ნიღბიანი პირები თავს მაშინ დაესხნენ, როცა სახლთან ძაღლს ასეირნებდა. გაბიტაშვილს სახეზე მიყენებული დაზიანებები ეტყობა.