
ვფიქრობ, წინ უნდა გავიხედოთ და ახალ სისტემებზე გადავერთოთ – ვილი სანიოლი
არ მესმის თურქეთთან მატჩში წითელი ბარათი რატომ მიჩვენეს. მეოთხე მსაჯს ლეგიტიმური კითხვები დავუსვი, მან კი ამის საპასუხოდ გამაძევა, – განაცხადა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ტრადიციულ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.
„რაც შეეხება მატჩს, ვფიქრობ არ გაგვიმართლა. გვქონდა შანსები და ჩვენი თამაშით ფრეს ვიმსახურებდით. ჩემი აზრით ტაქტიკის შეცვლა სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ძველ სისტემას ხარვეზები ჰქონდა და ეს წინა მატჩებში გამოჩნდა. ის პრობლემები, რაც თურქეთთან გვქონდა, ჩემი აზრით ინდივიდუალური შეცდომების ბრალი იყო და არა ტაქტიკის. ვფიქრობ, წინ უნდა გავიხედოთ და ახალ სისტემებზე გადავერთოთ. ახლა ხვალინდელ მატჩზე უნდა ვიფიქროთ.
ბულგარეთთან მატჩის წინ გარკვეული ანალიზი გავაკეთეთ. იქნება გარკვეული ცვლილებები, რათა უფრო ორგანიზებულად ვიმუშაოთ, ვიდრე თურქეთთან მოვახერხეთ“, – განაცხადა სანიოლმა.
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას 7 სექტემბერს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი „დინამო არენაზე“ ბულგარეთს დაუპირისპირდება.