1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ვერც მე, ვერც ქალბატონ თინას, ვერც ბატონ ირაკლის ვერ მივაწერ იმ იდეას, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება დაცული ცა -ირაკლი ჩიქოვანი
ვერც მე, ვერც ქალბატონ თინას, ვერც ბატონ ირაკლის ვერ მივაწერ იმ იდეას, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება დაცული ცა -ირაკლი ჩიქოვანი

ვერც მე, ვერც ქალბატონ თინას, ვერც ბატონ ირაკლის ვერ მივაწერ იმ იდეას, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება დაცული ცა -ირაკლი ჩიქოვანი

383
0

რაც შეეხება საჰაერო თავდაცვის სისტემებს, არც მე, არც თქვენ, არც ქალბატონ თინას, არც ბატონ ირაკლის ვერ მივაწერ იმ იდეას, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება დაცული ცა და ვერ მივაწერ იმ იდეას, რომ ეს ამოცანა არის მნიშვნელოვანი ამოცანა ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მან ჩამოთვალა კონკრეტული კონტრაქტები, რომლებზეც მუშაობა მიმდინარეობს საფრანგეთთან, ისრაელთან და პოლონეთთან. მინისტრობის კანდიდატის თქმით, თავდაცვის უწყება მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რათა დაიცვას საქართველოს ცა.

„რაც შეეხება საჰაერო თავდაცვის სისტემებს, პირველ რიგში, ჩემს თავზე ვიტყვი, არც მე, არც თქვენ, არც ქალბატონ თინას, არც ბატონ ირაკლის ვერ მივაწერ იმ იდეას, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება დაცული ცა და ვერ მივაწერ იმ იდეას, რომ ეს ამოცანა არის მნიშვნელოვანი ამოცანა ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი ამოცანა, რომლისთვის ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ და „ქართლი ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. მე შემიძლია ჩამონათვალი წავიკითხო კონკრეტული კონტრაქტებისა, რომლებიც იყო როგორც საფრანგეთის მხარესთან, რომლის რამდენიმე ეტაპი უკვე დასრულებულია, ასევე ვმუშაობთ ისრაელის სახელმწიფოსთან, ასევე პოლონეთთან და არის ბევრი მიმართულება, რომელიც აძლიერებს ამ მიმართულებას. რაც შეეხება კონკრეტულად დაცულია – არ არის დაცული [საქართველოს ცა] ეს კონკრეტული პასუხი ჩემი მხრიდან იქნება არასრულყოფილი და არასწორი. გეტყვით იმას, რომ მაქსიმალურს ვაკეთებთ ამ პირობებში, რაც გვაქვს, რომ თავდაცვის ძალებმა დაიცვას ჩვენი ცა და არა მარტო ცა“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მისი თქმით, მინისტრობის პერიოდში, ის თავის თანაგუნდელებთან ერთად ეცდება მაქსიმუმის გაკეთებას, რომ თავდაცვის მიმართულების დაფინანსებამ 25-იან მაჩვენებელს მიაღწიოს.

„ჩემი მინისტრობის პერიოდში, მე ვეცდები მაქსიმუმს, ჩემს თანაგუნდელებთან, მათ შორის, საქართველოს პარლამენტთან ერთად, ვიმუშაოთ და მაქსიმუმი გავაკეთოთ, რომ 2%-იანი მაჩვენებელი იქნას მიღწეული. რა თქმა უნდა, ეს არის დიდწილად დამოკიდებული ეკონომიკურ განვითარებაზე. მე ასევე სამწუხაროდ, ვერ გავითვალისწინებ და ვერ გავიზიარებ ქილიკით ნათქვამს „ეკონომიკური დუღილის“ შესახებ. მართლაც, ჩვენს ქვეყანას აქვს დიდი წარმატება ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. ბოლო წლებში ნაჩვენები ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლები არის ძალიან მაღალი და ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს დინამიკა 2024 წელსაც გაგრძელდება“, – განაცხადა ჩიქოვანმა.