1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ვენეციის კომისიამ კიდევ ერთი ალიყური აარტყა რუსულ პარტიას” – ლევან ხაბეიშვილი
“ვენეციის კომისიამ კიდევ ერთი ალიყური აარტყა რუსულ პარტიას” – ლევან ხაბეიშვილი

“ვენეციის კომისიამ კიდევ ერთი ალიყური აარტყა რუსულ პარტიას” – ლევან ხაბეიშვილი

220
0

ვენეციის კომისიამ კიდევ ერთი ალიყური აარტყა რუსულ პარტიას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ვენეციის კომისიამ თქვა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე, რომელიც დღეს არის, არ უნდა იყოს, უნდა გადადგეს, ასევე ვენეციის კომისია ამბობს, რომ ანტიკორუფციული ბიურო ფასადურია.

„ვენეციის კომისიამ პირდაპირ თქვა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე, რომელიც დღეს არის, არ უნდა იყოს, უნდა გადადგეს, პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს, მაღალი ლეგიტიმაციით აირჩიონ და არა პირობითად “რუსული პარტიის” მიერ იყოს დანიშნული.

ეს ვენეციის კომისიამ შავით თეთრზე დაწერა და ასევე, კონკრეტული სამსახური რომ შექმნეს, სადაც თავისი ძმაკაცი თუ კარგი თამადა რომ დაასაქმეს, მასზეც თქვეს, რა სამსახურია, საერთოდ, რა ლეგიტიმაცია აქვს და ვინ არიან საერთოდ ეს ხალხიო. ამ ანტიკორუფციულ ბიუროზე თქვეს, რომ სასაცილოა, სისულელეა, ფასადურია. ცხადია, არავინ არაფრის გამომძიებელი არ არის. ის, რომ ღარიბაშვილის მოპარულს მისი დანიშნული თამადა კაცი არ გამოიძიებს, ეს ყველას გვესმის”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, ვენეციის კომისია აცხადებს, რომ არსებული ინსტიტუციური პროექტი არ ითვალისწინებს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის საკმარის ხარისხს და მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ზედამხედველობისა და მაღალი დონის თანამდებობის პირების ქონებრივი და ინტერესების დეკლარაციების მონიტორინგთან დაკავშირებით მისი კომპეტენციები კანონში დამატებით გარანტიების შეტანას მოითხოვს.

ამასთან, ვენეციის კომისია და ოდირი საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებზე წერს, რომ შეთავაზებული ცვლილებები არასაკმარისია კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად.