1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ვატიკანი რომის პაპის ანდერძს აქვეყნებს
ვატიკანი რომის პაპის ანდერძს აქვეყნებს

ვატიკანი რომის პაპის ანდერძს აქვეყნებს

640
0

რომის პაპმა ფრანცისკემ თავის ანდერძში გამოთქვა სურვილი, რომ ის დაკრძალონ რომის სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში და არა ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკაში. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.

ვატიკანის მიერ გამოქვეყნებულ მის საბოლოო ანდერძში კონკრეტულად არის აღნიშნული, რომ ფრანცისკეს სურს, დაკრძალული იყოს „მიწაში, ყოველგვარი განსაკუთრებული მორთულობის გარეშე“.

„აკლდამა უნდა იყოს მიწაში, მარტივი, ყოველგვარი განსაკუთრებული მორთულობის გარეშე და მხოლოდ ერთი წარწერით: ფრანცისკე“, – ნათქვამია ანდერძში.

აღსანიშნავია, რომ ფრანცისკე პირველი პაპი იქნება საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, რომელსაც ვატიკანის გარეთ დაკრძალავენ.

„ჩემი დაკრძალვის მომზადების ხარჯები დაიფარება ქველმოქმედის მიერ შემოწირული თანხიდან“, – აღნიშნულია ანდერძში.