1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ვაშინგტონში გაკეთებული ამჟამინდელი განცხადებები ჩვენი ხელისუფლების პოზიციების აღიარებაა -მაკა ბოჭორიშვილი
ვაშინგტონში გაკეთებული ამჟამინდელი განცხადებები ჩვენი ხელისუფლების პოზიციების აღიარებაა -მაკა ბოჭორიშვილი

ვაშინგტონში გაკეთებული ამჟამინდელი განცხადებები ჩვენი ხელისუფლების პოზიციების აღიარებაა -მაკა ბოჭორიშვილი

318
0

ზოგადად უნდა ითქვას, რომ განცხადებები და ის ნაბიჯები, რაც დღეს იდგმება ვაშინგტონში, იმ ფაქტების, იმ პოზიციების ერთგვარი გაგრძელება თუ აღიარებაა, რომლებსაც ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვაჟღერებდით, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის მიერ საგარეო დაფინანსების შეწყვეტის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილება უკავშირდება უცხო ქვეყნების დაფინანსებებს, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში დონორების თანხების სწორად თუ არასწორად გამოყენების საკითხს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვსაუბრობდით ჩვენს საკუთარ ქვეყანაზე, იმ უარყოფით როლზე, რა როლსაც თამაშობდა სხვადასხვა დამფინანსებელი საქართველოში და დღეს უკვე ვხედავთ, რომ ძალიან აქტიურად ხდება ამავე საკითხებზე საუბარი ვაშინგტონში და არამხოლოდ საუბარი, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება“, – აღნიშნა მინისტრმა.