1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ვაპირებ მტრის ჯინაზე ვიბრძოლო” – მიხეილ სააკაშვილი
“ვაპირებ მტრის ჯინაზე ვიბრძოლო” – მიხეილ სააკაშვილი

“ვაპირებ მტრის ჯინაზე ვიბრძოლო” – მიხეილ სააკაშვილი

173
0

ვაპირებ მტრის ჯინაზე ვიბრძოლო სიცოცხლისთვის, აუცილებლად ვიბრძოლებ თქვენთვის – ჩემი სიცოცხლე არაფერს წარმოადგენს, ჩემი თავისუფლება და სიცოცხლე დავაგდე ქართველი ერის ფეხებთან და ვუთხარი: აჰა, შეგიძლიათ ეს აიღოთ, შეგიძლიათ ხელში დაიტაცოთ და გამოიყენოთ როგორც ინსტრუმენტი თქვენი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ამოსასუნთქად, ჩვენი სიამაყის და იმედის დასაბრუნებლად,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის ბრალის თაობაზე მის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

სააკაშვილმა უშუალოდ მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც მას საქართველოს მეგობრებისთვის „ვენოკების“ ყიდვას ედავებიან, დღევანდელი ხელისუფლება სპეციალურად ხეების გადასატანად გზებს აშენებს.

„ყველაფერი გამოგვივა. მაგრად იდექით, მაგრად ეწყობა მუშაობა. ბევრი საინტერესო ადამიანია რეგიონში, შეიქმნა დებატების სკოლა, ხმების მცველის სკოლას ვქმნით, ბევრი საინტერესო პროცესია. 800 ათასი შრომისუნარიანი ადამიანი გააძევეს. ჩემ დროს ბრუნდებოდნენ, რადგან იმედი აბრუნებდა. იმიტომ კი არა, რომ უკეთესი ცხოვრება იყო, არამედ იმიტომ, რომ იმედი და პროგრესი იყო. ახლა მიდიან იმიტომ, რომ იმედი აღარაა. ჩვენ დავაბრუნებთ იმედს და ეს ხალხი დაბრუნდება უკან, მანამდე, ამ ხალხთან ერთად უნდა ვიბრძოლოთ, რომ მათ ხმის უფლება მისცენ და ჰქონდეთ საშუალება, ჩართულები იყვნენ საქართველოს ბედის გადაწყვეტაში. საქართველო არავის არავისთვის მზითევში არ გაუყოლებია. მე მედავებიან, რატომ უყიდე ვიღაცას „ვენოკებიო“ – ვაცლავ ჰაველზეა საუბარი, ჩემს მეგობარზე, კაჩინსკიზე – საქართველოს მეგობარზე. ამაზე გვედავებიან და თავად სპეციალურად აშენებენ გზებს ერთი ხის გადასატანად. თურმე ეს არ არის გაფლანგვა და მე საქართველოს სახელი გამქონდა მთელ მსოფლიოში. საქართველოს ჩემამდე არავინ იცნობდა. დღესაც საქართველოს ბევრი იცნობს როგორც სააკაშვილის ქვეყანას. ჩემი შვილი იაპონიაში სწავლობდა და ყოველმა მესამე იაპონელმა საქართველოსთან ერთად იცის სააკაშვილი. არ ეწყინოთ დღევანდელ მოღვაწეებს, მაგრამ არცერთი სახელი არავინ იცის ივანიშვილის ჩათვლით. ივანიშვილს მარტო ახსენებენ სააკაშვილთან მიმართებით, როგორც სააკაშვილის მეციხოვნეს – მეტი არაფერი. ამიტომ, ყველაფერი გამოგვივა, აბა, თქვენ იცით! საქართველო გაბრწყინდება. სამართლიანობა აღდგება და დარწმუნებული ვარ, წინ არის ჩვენი საუკეთესო დღეები“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, მისი ოჯახის წევრების სხვადასხვა სახის პრობლემას უქმნიან და ეს „რუსული სტილია“.

„ბიძაჩემზე აღძრეს საქმე, ორი დღით ჩამოვიდა და რამდენიმე საქმე აღუძრეს, რომ ან დაეჭირათ ან გაეგდოთ. ჩემი ოჯახის სხვა წევრებს უქმნიან მუდმივად სხვადასხვა სახის პრობლემას. ეს არის მათი რუსული სტილი. რუსული სტილი, „რაშიზმი“ აუცილებლად უნდა დამარცხდეს. ჩვენი ეკონომიკური კეთილდღეობის და გაუმჯობესების გზა გადის ევროპაზე გადასვლასა და რუსიზმისგან შორს წასვლაზე. ჩვენ გვინდა ჩვენი ხალხის გადარჩენა. ჩემი ცხოვრება ემსახურება ჩვენი ხალხის გადარჩენას და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, სამუშაო ადგილების შექმნას და ემიგრანტების დაბრუნებას; საქართველოს მსოფლიოს ნიმუშად ქცევას. აბა, თქვენ იცით, მაგრად იყავით! ასევე დიდი მადლობა ევროპარლამენტარებს“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.