1. Home
  2. სიახლეები
  3. მსოფლიო
  4. ,,USAID-ი ის უნდა შეესაბამებოდეს აშშ-ის პოლიტიკას”- მარკო რუბიო
,,USAID-ი  ის უნდა შეესაბამებოდეს აშშ-ის პოლიტიკას”- მარკო რუბიო

,,USAID-ი ის უნდა შეესაბამებოდეს აშშ-ის პოლიტიკას”- მარკო რუბიო

384
0

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ დაადასტურა, რომ ამჟამად ის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს [USAID] მოქმედი დირექტორია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News-ი ავრცელებს.

„მე ვარ USAID-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. USAID-ი არ ფუნქციონირებს. ის უნდა შეესაბამებოდეს აშშ-ის პოლიტიკას. ის უნდა შეესაბამებოდეს აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს. ეს არ არის გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია. საუბარია გადასახადის გადამხდელთა დოლარებზე. ხალხი მარტივ კითხვებს სვამს. რას აკეთებენ ამ ფულით? ჩვენ ვხარჯავთ გადასახადის გადამხდელთა ფულს. ჩვენ ვალდებულნი ვართ დავარწმუნოთ გადასახადის გადამხდელები, რომ ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.