1. Home
  2. TOP სიახლე
  3. უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუს ოფიცრებსა და სამხედრო მეთაურებს მიმართავს
უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუს ოფიცრებსა და სამხედრო მეთაურებს მიმართავს

უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუს ოფიცრებსა და სამხედრო მეთაურებს მიმართავს

202
0

უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, ადამიანთან, რომელიც ჯერ ხელმძღვანელობს რუსეთს, უკვე აღარავინ ისაუბრებს. ამის შესახებ ალექსეი რეზნიკოვმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელშიც რუს ოფიცრებს და სამხედრო მეთაურებს მიმართავს.

 

„ვინ წარადგენს რუსეთს შესაძლო მოლაპარაკებებზე მომავალში? მე გეტყვით. ისინი, ვინც თქვენ უკვე მოგატყუათ. ემზადება ყველაფერში, დამნაშავედ თქვენ გამოგაცხადოთ, რადგან ახლა საკითხი ასე დგას – ან ისინი, ან თქვენ. და თქვენ იცით, რომ ეს სიმართლეა“, – აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.

 

რეზნიკოვის განცხადებით, რუსეთის ხელმძღვანელობამ რუსი სამხედროები „სიკვდილისთვის გაწირეს“, ხოლო პრეზიდენტი პუტინი „ბუნკერში იმალება და დარტყმას საკუთარ თავზე არ იღებს“.

 

„მას ეშინია თქვენი ზიზღის და სამართლიანი რისხვის“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

 

რეზნიკოვმა მოუწოდა რუს სამხედროებს, იხსნან რუსეთი ტრაგედიისგან და ასევ დაჰპირდა მათ უსაფრთხოებას და სამართლიანობას, თუ ისინი უარს იტყვიან ომზე.