1. Home
  2. TOP სიახლე
  3. უკრაინის რეკონსტრუქციას სულ მცირე 750 მილიარდი დოლარი სჭირდება – შმიგალი
უკრაინის რეკონსტრუქციას სულ მცირე 750 მილიარდი დოლარი სჭირდება – შმიგალი

უკრაინის რეკონსტრუქციას სულ მცირე 750 მილიარდი დოლარი სჭირდება – შმიგალი

459
0

შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში გაიხსნა ორდღიანი კონფერენცია, სადაც დასავლეთის სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლები უკრაინის რეკონსტრუქციის გეგმაზე მსჯელობენ.

რეკონსტრუქციის მისეული გეგმა წარადგინა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა.

დენის შმიგალმა შეხვედრის მონაწილეებს განუცხადა, რომ მისი ქვეყნის აღდგენას მინიმუმ 750 მილიარდი დოლარი (დაახლოებით 720 მილიარდი ევრო) დასჭირდება.

შმიგალის თქმით, ეს პროცესი, სხვა წყაროებთან ერთად, უნდა დაფინანსდეს რუსეთის სახელმწიფოსა და ოლიგარქების სახსრებიდან, რომლებიც გაყინულია მთელ მსოფლიოში მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ფარგლებში. ამ თანხების მოცულობა უკრაინის პრემიერმა 300-დან 500 მილიარდ დოლარამდე შეაფასა.

“ჩვენ გვჯერა, რომ აღდგენის დაფინანსების ძირითადი წყარო უნდა იყოს რუსეთის და რუსი ოლიგარქების ჩამორთმეული აქტივები. რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყო ეს სისხლიანი ომი. მათ გამოიწვიეს მასობრივი განადგურება და მათ უნდა აგონ პასუხი ამაზე”, – განაცხადა შმიგალმა.

სააგენტო dpa-ს ცნობით, რეკონსტრუქციის გეგმა, რომელიც უკრაინის მთავრობის მეთაურმა წარადგინა, რამდენიმე ასეულ გვერდიანია.

გეგმა გულისხმობს უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერას სახელმწიფოებისა და კერძო სექტორის მიერ, ასევე მისთვის სესხების გაცემას.

ამავდროულად, დენის შმიგალმა მოუწოდა ლუგანოში შეხვედრის მონაწილეებს დაეხმარონ მის ქვეყანას წყალმომარაგების აღდგენაში, სადაც ეს სასწრაფოდ არის საჭირო და ააშენონ ახალი ხიდები.

კონფერენციის მონაწილეებს ვიდეობმულის საშუალებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისი განცხადებით, უკრაინის აღდგენა “მთელი დემოკრატიული სამყაროს საერთო ამოცანაა”. ზელენსკის თქმით, “უკრაინის რეკონსტრუქცია ყველაზე დიდი წვლილია გლობალური მშვიდობის მხარდაჭერაში”.