1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “უკრაინის მხარდაჭერა არის ერთადერთი გზა, სხვა შემთხვევაში რუსეთი გაიმარჯვებს”- ჩეხეთის პრეზიდენტი
“უკრაინის მხარდაჭერა არის ერთადერთი გზა, სხვა შემთხვევაში რუსეთი გაიმარჯვებს”- ჩეხეთის პრეზიდენტი

“უკრაინის მხარდაჭერა არის ერთადერთი გზა, სხვა შემთხვევაში რუსეთი გაიმარჯვებს”- ჩეხეთის პრეზიდენტი

184
0

უკრაინის მხარდაჭერა ერთადერთი გზაა, სხვა შემთხვევაში რუსეთი გაიმარჯვებს, – აღნიშნული განცხადება ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„მოხარული ვარ, რადგან ყველას გვესმის, რომ არ არსებობს უკრაინის მხარდაჭერის გარდა სხვა გზა. ალტერნატივა არის რუსეთის წარმატება, რაც ჩვენთვის გაცილებით მეტ პრობლემას ნიშნავს და, შესაძლოა, უფრო სერიოზულსაც, ვიდრე დღეს გვაქვს“, – აღნიშნა პეტრ პაველმა.

ჩეხეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა პაველს, როგორც ნატო-ს მხარდამჭერს და განაცხადა, რომ მოკავშირეებმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელონ.

ცნობისთვის, ჩეხეთი გეგმავს უკრაინისთვის დაახლოებით 29 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების გაწევას.