1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მსოფლიო კრემლმა პუტინის პრეზიდენტად ხელახალი არჩევისთვის მზადება დაიწყო
მსოფლიო კრემლმა პუტინის პრეზიდენტად ხელახალი არჩევისთვის მზადება დაიწყო

მსოფლიო კრემლმა პუტინის პრეზიდენტად ხელახალი არჩევისთვის მზადება დაიწყო

222
0

კრემლში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო, გამომდინარე იქიდან, რომ მასში მონაწილეობას ვლადიმერ პუტინიც მიიღებს.

ამის შესახებ რუსული “Коммерсант” რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს.

მათივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა,  ცოტა ხნის წინ, საექსპერტო საზოგადოებასთან შესაბამისი კონსულტაციები გამართეს.

საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც ოფიციალურად უნდა დაინიშნოს 2023 წლის ბოლოს ფედერაციის საბჭოს მიერ, წინ უძღვის რეგიონული არჩევნები, რომლებიც სექტემბერში იმართება.

გამოცემის წყაროები ამბობენ, რომ რეგიონებში საარჩევნო კამპანია „სპეციალური სამხედრო ოპერაციის, სანქციების, საერთაშორისო ურთიერთობების ესკალაციის პირობებში ჩატარდება“.

გაზეთი ვარაუდობს, რომ იგივე დღის წესრიგი შენარჩუნდება საპრეზიდენტო არჩევნებზეც.

როგორც „კომერსანტი“ წერს, პუტინის მომავალ საარჩევნო კამპანიას „იდეოლოგიური კომპონენტის მკაფიო კონტურები“ ჯერ არ აქვს, „თუმცა, მოსალოდნელია, რომ ის ერთიანობის თემას დაეფუძნება“.