1. Home
  2. TOP სიახლე
  3. როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

207
0

10 იანვარს ქუთაისში +7 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი იქნება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით ასევე +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.

უნალექო დღე იქნება ფოთშიც, სადაც დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +7 გრადუსს მიაღწევს, მოსალოდნელია უნალექო დღე, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი. +7 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით -5 გრადუსია, ღამით კი -12 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +1 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -6 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +2 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -14 გრადუსამდე დაიწევს.

უნალექო დღე იქნება ბორჯომში, დღისით +3 ღამის ღამით კი -12 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით -6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -15 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში -1 გრადუსი და თოვლი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვა. მოთოვს ცხინვალშიც, სადაც დღისით ჰაერს ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. ითოვებს.

გუდაურში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით -7 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსი იქნება. თოვლიანი დღეა მოსალოდნელი ომალოში, სადაც დღისით -7, ღამით კი -12 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში თოვლიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში 0 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით -2 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -7 გრადუსია ნავარაუდევი. მოთოვს.

გურჯაანშიც თოვლიანი დღე იქნება. დღისით -1 გრადუსი, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში -3 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს.

რუსთავში -1 გრადუსი და თოვლიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -5 გრადუსია მოსალოდნელი