უკრაინელებმა ლუგანსკის ოლქის სოფელი მაკიივკა გაათავისუფლეს
368
0
უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქის სოფელი მაკიივკა გაათავისუფლეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის წარმომადგენელმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა.
„მტერი ცდილობს დაგვარტყას და განახორციელოს შტურმი და თავდასხმის ოპერაციები ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებით, მაგრამ ჩვენი ჯარისკაცები გაბედულად იგერიებენ მათ“, – აღნიშნა ჩერევატიმ.
მისი თქმით, მტრის მთავარ ტაქტიკას კვლავ უკრაინის ქალაქებში კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და სამოქალაქო ობიექტების განადგურება წარმოადგენს.