1. Home
  2. TOP სიახლე
  3. უკრაინაში უმძიმესი მდგომარეობაა, პრიორიტეტი თუ სააკაშვილია, ეს მათი გადასაწყვეტია, სააკაშვილი გათავისუფლდება, როცა სასჯელს მოიხდის -კახა კალაძე
უკრაინაში უმძიმესი მდგომარეობაა, პრიორიტეტი თუ სააკაშვილია, ეს მათი გადასაწყვეტია, სააკაშვილი გათავისუფლდება, როცა სასჯელს მოიხდის -კახა კალაძე

უკრაინაში უმძიმესი მდგომარეობაა, პრიორიტეტი თუ სააკაშვილია, ეს მათი გადასაწყვეტია, სააკაშვილი გათავისუფლდება, როცა სასჯელს მოიხდის -კახა კალაძე

464
0

უკრაინაში უმძიმესი მდგომარეობაა, პრიორიტეტი თუ სააკაშვილია, ეს მათი გადასაწყვეტია, სააკაშვილი გათავისუფლებული იქნება, როცა სასჯელს მოიხდის, – ამის შესახებ დედაქალქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძეს შეფასება სთხოვეს  უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადების, სადაც მან აღნიშნა: „სააკაშვილის ბედი ჩვენთვის პრიორიტეტულია, უკრაინა დაინტერესებულია, რომ სააკაშვილი იყოს თავისუფალი“.

კახა კალაძის თქმით, სააკაშვილი კონკრეტული დანაშაულებისთვის იხდის სასჯელს.

„ყველა ქვეყანას თავისი პრიორიტეტი აქვს. გამიჭირდება დეტალებში შევიდე და განვსაზღვრო, რა არის უკრაინის პრიორიტეტი, თუმცა, პირველი, რაც მინდა, ამ ქვეყანას ვუსურვო, არის მშვიდობაა. მტერს არ ვუსურვებ იმას, რაც უკრაინაში ხდება, ეს დიდი უბედურებაა. განადგურებული ინფრასტრუქტურა, უამრავი დაღუპული როგორც მშვიდობიანი მოსახლეობიდან, ასევე ჯარისკაცებიდან. უმძიმესი მდგომარეობაა, ამიტომ მათთვის პრიორიტეტი თუ სააკაშვილია, ეს მათი გადასაწყვეტია. რაც შეეხება სააკაშვილს, ის არის დამნაშავე, სასჯელს იხდის კონკრეტული დანაშაულისთვის და, რა თქმა უნდა, გათავისუფლებული იქნება, როცა სასჯელს მოიხდის“, – განაცხადა კახა კალაძემ.