
უკრაინაში, კრივი-რიჰზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა გამო, 6 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა
283
0
კრივი-რიჰზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა გამო უკრაინაში დღევანდელი დღე გლოვის დღედ არის გამოცხადებული. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის ვიცე-პრემიერმა რეკონსტრუქციის საკითხებში, თემებისა და ტერიტორიების განვითარების მინისტრმა ალექსეი კულებამ განაცხადა, რომ მსხვერპლებისა და მათი ოჯახების მიმართ სოლიდარობის ნიშნად, 6 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა და უკრაინის ქალაქებში კიევიდან ოდესამდე და კრამატორსკიდან უჟჰოროდამდე დროშები დაეშვება.
მინისტრის თქმით, ბალისტიკური რაკეტების თავდასხმისა და თვითმკვლელი ტერორისტების შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა და 74 დაშავდა.