1. Home
  2. TOP სიახლე
  3. უკრაინაში დაღუპული ჯამბულატ ხოფერია სამხედრო პატივით დაკრძალეს
უკრაინაში დაღუპული ჯამბულატ ხოფერია სამხედრო პატივით დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ჯამბულატ ხოფერია სამხედრო პატივით დაკრძალეს

184
0

უკრაინაში დაღუპული მებრძოლი, ჯამბულატ ხოფერია ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში, სამხედრო პატივით დაკრძალეს.

მის ხსოვნას პატივი მიაგეს თანამებრძოლებმა, პოლიტიკოსებმა, სპორტსმენებმა და რიგითმა მოქალაქეებმა.

ჯამბულატ ხოფერია უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებში გაემგზავრა. ის საბრძოლო მოქმედებებისას ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა და 1-ელ დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ახალგაზრდა მებრძოლის ცხედარი სოფელ გვიმბალაურში, საკუთარ სახლში 8 დეკემბერს გადაასვენეს. იქამდე, მისი პანაშვიდი კიევში, წმინდა ვოლოდიმირის ტაძარში გაიმართა.

ჯამბულატ ხოფერია ბიძის გვერდით დაკრძალეს, რომელიც 25 წლის ასაკში, აფხაზეთის ომში დაიღუპა

 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთის ომს 33 ქართველი მებრძოლი შეეწირა.