1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ევროკავშირის სტრუქტურები რომ უბინძურესნი არიან, არაა ახალი ამბავი”- გია აბაშიძე ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერის დაკავებაზე
“ევროკავშირის სტრუქტურები რომ უბინძურესნი არიან, არაა ახალი ამბავი”- გია აბაშიძე  ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერის დაკავებაზე

“ევროკავშირის სტრუქტურები რომ უბინძურესნი არიან, არაა ახალი ამბავი”- გია აბაშიძე ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერის დაკავებაზე

189
0

„შევშფოთდეთ? აღვშფოთდეთ? საქართველოს საზოგადოება უბრძენესია და თავშეკავებული. ევროკავშირის სტრუქტურები რომ უბინძურესნი არიან, არაა ახალი ამბავი. როცა ვითომ ჭკუას გვასწავლიან კუბილიუსები და ფოტიგები, ისაა აღმაშფოთებელი!, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარ ევა კაილის დაკავებასთან დაკავშირებით.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ბელგიის ხელისუფლების ინფორმაციით, ევა კაილისთან ერთად კიდევ 4 პირი დააკავეს.

„შევშფოთდეთ? აღვშფოთდეთ? საქართველოს საზოგადოება უბრძენესია და თავშეკავებული. ევროკავშირის სტრუქტურები რომ უბინძურესნი არიან, არაა ახალი ამბავი. როცა ვითომ ჭკუას გვასწავლიან კუბილიუსები და ფოტიგები, ისაა აღმაშფოთებელი! ბელგიის პოლიციამ ბერძენი ევროპარლამენტარი, საბერძნეთის „პანელინური სოციალისტური მოძრაობის“ წევრი ევა კაილი დააკავა, რომელიც ევროპარლამენტის 14 ვიცე-პრეზიდენტიდან ერთ-ერთია. მედიის ინფორმაციით, ევა კაილი კრიმინალურ ორგანიზაციასთან, კორუფციასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს. ბელგიის ხელისუფლების ინფორმაციით, ევა კაილისთან ერთად კიდევ 4 პირი დააკავეს“, – წერს გია აბაშიძე.

ბელგიაში დააკავეს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი და კიდევ ოთხი პოლიტიკოსი, რომლებსაც კორუფციაში ადანაშაულებენ. ბრალდების მხარის მტკიცებით, საუბარია სპარსეთის ყურის ერთ-აერთი ქვეყნის მცდელობებზე, ქრთამის სანაცვლოდ ევროპარლამენტში გავლენა მოეპოვებინა და საკუთარი ინტერესები გაეტარებინა.